ფეხბურთელები რომლებიც რონალდუმ მემკვიდრეებად დაასახელა
Aa
Aa

ფეხბურთელები რომლებიც რონალდუმ მემკვიდრეებად დაასახელა

სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ კრიშტიანუ რონალდუმ საფეხბურთო სამყაროში თავისი კარიერით ახალი სიტყვა თქვა. 33 წლის ასაკში ის კიდევ უფრო ძლიერდება და წინსვლას აგრძელებს.

მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავმა, კარიერის მანძილზე 429 შეხვედრაში 443 გოლის გატანა შეძლო, 5 ოქროს ბურთი, ჩემპიონთა ლიგის 4 თასი, ლა ლიგის 4 ხოლო, პრემიერ ლიგის 3 ტიტული მოიგო და ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონის წოდებაც მოიპოვა.

გასულ კვირას კი კრიშტიანუ პორტუგალიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

თუმცა საინტერესოა ვინ ჩაანაცვლებს რონალდუს, როდესაც ის კარიერას დაასრულებს?

2015 წელს რონალდუმ ჟურნალისტებს 5 ფეხბურთელი დაუსახელა, რომლებსაც ის საკუთარ „მემკვიდრედ“ მიიჩნევს.

„ბევრ ფეხბურთელს ვხედავ, რომლებსაც დიდი პოტენციალი აქვთ. მატ შორის მარტინ ოდეგაარი გამოვყოფდი, ჯერ მხოლოდ 16 წლისაა, თუმცა ძალიან კარგი ფეხბურთელია.“

„ასევე ძალიან კარგები არიან ედენ აზარი, მემფის დეპაი, პოგბა და ალბათ ნეიმარიც“

                                                                                              (ფოტო რონალდუს 2015 წლის კომენტარიდან)

საინტერესოა როგორ განვითარდნენ ეს ფეხბურთელები 2015 წლის შემდეგ.

ედენ აზარი

მაშინ როდესაც რონალდუმ ის საკუთარ „მემკვიდრეებს“ შორის დაასახელა, ბელგიელ ფეხბურთელს ლონდონის ჩელსიში 2 სეზონი ჰქონდა ჩატარებული. 2015/2016 წლების სეზონში, აზარმა საკუთარი თავი იპოვა და მომავალ წელს ჩელსისთან ერთად ინგლისის პრემიერ ლიგაც მოიგო.

27 წლის ფეხბურთელის შესაძლებლობებში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა საეჭვოა კარიერის მანძილზე ის რონალდუსა თუ მესის დონემდე მივიდეს.

მემფის დეპაი

2015 წელს დეპაი 30 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ ერედივიზიონიდან მანჩესტერ „იუნაიტედში“ გადავიდა. ფეხბურთელი მანჩეასტერში ჩასვლამდე, ერედივიზიონის 2014/2015 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამის გამო მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ... თუმცა ერთი სეზონის შემდეგ მან „იუნაიტედი“ დატოვა. მას შემდეგ, რაც ჟოზე მოურინიო დეპაის ნიჭიერებაში ვერ დარწმუნდა, ჰოლანდიელი ვინგერი „ლიონში“ გადავიდა, სადაც წარმატებულად ასპარეზობს.

24 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში „ლიონის“ მაისურით 13 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

პოლ პოგბა

პოგბამ მსოფლიო საფეხბურთო სამყაროს ყურადღება 2015 წელს „იუვენტუსში“ თამაშისას მიიქცია. ფრანგი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა, როდესაც ის მანჩესტერ „იუნაიტედში“ დაბრუნდა. მასზე დიდი იმედები მყარდებოდა და ყველას მოლოდინი ჰქონდა, რომ უფრო მაღალ დონეზე ითამაშებდა...

მან ბევრი იწვალა, თუმცა მოლოდინები არ გამართლდა... მისი დღევანდელი ფორმა პოგბას მაღალ დონეზე თამაშის საშუალებას არ აძლევს.

ნეიმარი

რონალდუს სიიდან, დიდებული ფეხბურთელის წოდებასთან ყველაზე ახლოს ნეიმარია. ბრაზილიელი გასულ ზაფხულს, „ბარსელონადან“ „პსჟ“-ში 199 მლნ ფუნტის სანაცვლოდ გადასვლის შემდეგ, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონი ნეიმარმა ტრავმის გამო ნაადრევად დაასრულა, მან ჩატარებულ 30 შეხვედრაში 28 გოლის გატანა და 16 საგოლე გადაცემის შესრულება მაინც მოახერხა.

მარტინ ოდეგაარი

ოდეგარის ირგვლივ საპნის ბუშტი მას შემდეგ გაიბერა, რაც მან 2015 წელს მადრიდის „რეალთან“ ასტრონომიული კონტრაქტი გააფორმა და მომავალი ლიონელ მესი უწოდეს.

თუმცა მოლოდინები არც ამ შემთხვევაში გამართლდა და ნორვეგიელი ფეხბურთელი გასულ ზაფხულს „ჰერევენში“ გაანათხოვრეს. ამის შემდეგ საპნის ბუშტიც გასკდა.

მიუხედავად ამისა, არ უნდა გამოვრიცხოთ რომ რონალდუმ ვარჯიშების დროს ოდეგაარში რაღაც ისეთი დაინახა, რამაც პორტუგალიელს იმისკენ უბიძგა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი მის შესაძლო „მემკვიდრედ“ დაესახელებინა.

ბოლოს და ბოლოს 19 წლის ასაკში ჯერ კიდევაა იმის დრო, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები