Aa
Aa

"Topman"-მა "ჰილსბოროს" ტრაგედია შეურაცხჰყო

“Topman” ბრიტანული მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელს ყიდის. დიდ ბრიტანეთში აღნიშნულ ორგანიზაციას 400-მდე მაღაზია აქვს.

რამდენიმე დღის წინ „Topman”-მა გაყიდვაში მამაკაცის წითელი ფერის მაისური გაუშვა, რომელსაც უკან ციფრ 96-თან ერთად ვარდი ეხატა, ნომრის ქვემოთ ციტატა იყო: „რაც მიდის, ის უკან აუცილებლად ბრუნდება“. წინ კი მაისურს მართკუთხედში ჩასმული „კარმა“ ამშვენებდა.

 

„ლივერპულის“ გულშემატკივრებმა აღნიშნული მაისური „ჰილსბოროს“ ასოციაციად აღიქვეს და კომპანია დაღუპულთა შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს.  შეგახსენებთ, რომ სწორედ 96 ადამიანი დაიღუპა „ჰილსბოროს“ ტრაგედიისას, რომელიც „შეფილდის“ სტადიონზე ასოციაციის თასის ფინალურ შეხვედრაში, „ლივერპულისა“ და „ნოტინგემის“ დაპირისპირებისას დატრიალდა.

“Topman“-ის წარმომადგენლებმა რა თქმა უნდა უარყვეს ლივერპულელი გულშემატკივრების ბრალდებები და განაცხადეს რომ მაისური ბობ მარლის საპატივცემულოდაა გამოსული და არანაირი კავშირი არ აქვს „ჰილსბოროს“ ტრაგედიასთან. როგორც “Topman”-ის მესვეურები იუწყებიან მომღერლის სიმღერის - „რაც მიდის, ის უკან აუცილებლად ბრუნდება“ გარემიქსებული ვარიანტი სწორედ 1996 წელს გამოვიდა და მაისურზე რიცხვი 96 სწორედ ამიტომ მოხვდა.

საბოლოოდ, ბრიტანული კომპანია იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა და აღნიშნული მაისური გაყიდვიდან ამოეღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები