Aa
Aa

NBA-ს გასული ტურის მატჩების მიმოხილვა

პორტლენდი - ჰიუსტონი 111 – 115

დღევანდელი ტურის ცენტრალური შეხვედრა პორტლენდში, „ტრეილ ბლეიზერსსა“ და „ჰიუსტონს“ შორის გაიმართა.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ტეხასელების 4 ქულიანი გამარჯვებით დასრულდა.

„როქეთსს“ ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა 42 ქულით, 22 ქულა მიითვალა კრის პოლმა. სათადარიგო სკამიდან 18 ქულა შესძინა გუნდს ერიკ გორდონმა.

თამაში არ წაუვიდა „პორტლენდის“ უკანახაზელთა დუეტს. ლილარდმა 20 ქულას მოუყარა თავი, თუმცა 7-დან ვერცერთი სამიანი ვერ მოათავსა კალათში და 17-დან მხოლოდ 5 ბურთი ჩაგდო. რაც ჩაახება მაკკოლუმს, ამ უკანასკნელმა 15-დან 4 ბურთი ჩააგდო და შეხვედრაში 8 ქული ჩაიწერა.

57 მოგებითა და 14 მარცხით „ჰიუსტონი“ დასავლეთ კონფერენციის ერთპიროვნული ლიდერია.

 

ბოსტონი - ოკლაჰომა 100 – 99

დღევანდელი ტურის ყველაზე საინტერესო დაპირისპირება ბოსტონში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „სელტიკსმა“ „ოკლაჰომას“ 6 მატჩიანი წაუგებელი შეწყვიტა და შეხვედრაში მინიმალური სხვაობით იმარჯვა.

ირვინგის არყოფნაში „ბოსტონს“ ჯეისონ ტატუმმა ულიდერა 23 ქულით. 21 ქულა და გამარჯვების მომტანი სამქულიანი ჩაიწერა აქტივში მარკუს მორისმა. სათადარიგო სკამიდან 17 ქულა შესძინა გუნდს გრეგ მონრომ.

ოკლაჰომას“ მხრიდან რასელ ვესტბრუკი გამოირჩა 27 ქულით, ორმაგი დუბლი მიითვალა პოლ ჯორჯმა - 24 ქულა, 13 მოხსნა.

48 მოგებითა და 23 მარცხით „ბოსტონი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე იმყოფება.

 

მინესოტა - კლიპერსი 123 – 109

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა „მინესოტამ“, რომელმაც საკუთარ კედლებში პლეიოფის საგზურისთვის მებრძოლი „ლოს-ანჯელეს კლიპერსი“ დაამარცხა.

მინეაპოლისელებმა მესამე მეოთხედი 11 ქულიანი სხვაობით მოიგეს და მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება არ გასჭირვებიათ.

„მინესოტას“ რიგებში მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა კარლ-ენტონი თაუნსმა - 30 ქულა, 10 მოხსნა.  27 ქულა მიითვალა ენდრიუ უიგინსმა. სათადარიგო სკამიდან 20 ქულით დაასრულა შეხვედრა ჯამალ კროუფორდმა.

„კლიპერსის“ მხრიდან საუკეთესო დეანდრე ჯორდანი იყო 18 ქულითა და 12 მოხსნით. 15-15 ქულა მიითვალეს სათადარიგო სკამიდან ლუ უილიამსმა და შონ კილპატრიკმა.

41 მოგებითა და 31 მარცხით „მინესოტა“ დასავლეთ კონფერენციის მე-7 ადგილზე იმყოფება.

 

ორლანდო - ტორონტო 86 - 93

გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციაში 7 შეხვედრა გაიმართა, ტური ფლორიდაში გაიხსნა, სადაც „ორლანდომ“ აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერი - „ტორონტო“ მიიღო.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და კანადელებმა მხოლოდ მეოთხე მეოთხედში მოახერხეს უპირატესობის მოპოვება. აღნიშნული პერიოდი „რაპტორსმა“ 15 ქულიანი სხვაობით მოიგო.

დეროუზანის გარეშე „ტორონტოს“ კაილ ლოურიმ ულიდერა 25 ქულით. სათადარიგო სკამიდან 10-10 ქულა მიითვალეს რაითმა და პოუელმა. 13 ქულა შესძინა გუნდს სერჟ იბაკამ.

„მეჯიქის“ რიგებში შელვინ მაკი გამოირჩა 17 ქულით. 16 ქულა ჩაიწერა აქტივში აარონ გორდონმა. ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა ნიკოლა ვუჩევიჩს - 15 ქულა, 9 მოხსნა.

53 მოგებითა და 18 მარცხით „ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციის ერთპიროვნული ლიდერია.

 

სხვა მატჩების შედეგები

ფენიქსი - დეტროიტი 88 – 115

იუტა - ატლანტა 94 – 99

ნიუ ორლეანი - დალასი 123 – 109

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები