ჩავიმ დღევანდელ
Aa
Aa

ჩავიმ დღევანდელ "ბარსელონაზე" ისაუბრა - მწვრთნელები, ინიესტა, მესი და ახალი სახეები

"ბარსელონას" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა, რომელიც ამჟამად "ალ სადის" ღირსებას იცავს, თავისი ყოფილი გუნდის შესახებ ვრცლად ისაუბრა და ქომაგებისთვის საინტერესო საკითხებს შეეხო.

მწვრთნელებზე

"ფეხბურთი მრავალფეროვანია. მწვრთნელების როლი სპორტის ამ სახეობაში ძალიან დიდია. სპეციალისტები ორ ტიპად იყოფიან - პირველი, ვისაც ბურთის ეშინია. მათ არ იციან, თუ რა უნდა გააკეთონ ბურთის კონტროლის დროს. მეორე ტიპის მწვრთნელები პირიქით არიან და მათ უყვართ, როდესაც ბურთსა და თამაშს აკონტროლებენ. ამ კატეგორიის სპეციალისტებმა არ იციან რა უნდა გააკეთონ, როცა ისინი ბურთის გარეშე რჩებიან. მათ ამის ეშინიათ".

ინიესტა და მესი

"პირადად მე, უბურთოდ თამაშისგან სიამოვნებას ვერ მივიღებ. თუ, გსურთ, რომ განიცადოთ სიამოვნება, რომელსაც ბურთის კონტროლი ჰქვია, მაშინ ანდრეს ინიესტასთან ერთად უნდა ითამაშოთ.

შეგიძლიათ ბურთი მომცეთ და მე მას არ დავკარგავ, რადგან მოედანზე ყველაფერს ვაკვირდები. ამ ყველაფერზე მე მთელი ცხოვრება ვვარჯიშობდი. ეს ჩემს დეენემშია.

ამ ყველაფერს უმაღლეს დონეზე მესი აკეთებს. ის ბურთს არ კარგავს და მისი კონტროლისას მეტოქე გუნდის მცველებს იზიდავს, რა დროსაც ლეო თავისუფალ პოზიციაში მყოფ თანაგუნდელს აწვდის. არგენტინელი შეუდარებელია".

უმტიტი და დემბელე

"წლევანდელი სეზონის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ სამუელ უმტიტი ევროპაში საუკეთესო ცენტრალური მცველია და შემიძლია ავხსნა რატომაც. ის მოედანზე მხოლოდ დაცვითი ფუნქციებით არ შემოიფარგლება. სამუელი ფიქრობს, სწორ გადაწყვეტილებებს იღებს, შეტევაში ერთვება და თამაშს აკონტროლებს. ასეთი თვისებები მცველს კიდევ უფრო სრულყოფილს ხდის.

უდაოა, რომ დემბელე ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა. ჩემი სურვილი იქნება, რომ მან სწრაფად ისწავლოს. მოედანზე წამის მეათასედებში უნდა იფიქროს. თუ, ამ ყველაფერს შეძლებს, შემდეგ მის მენტალიტეტს დავინახავთ და გამოჩნდება არის, თუ არა ის "ბარსელონას" შესაფერისი. დემბელემ უნდა გაათვითცნობიეროს, რომ იგი "ბლაუგრანას" წევრია".

"ჩემი სტილი ყველაფრის ცენტრში ყოფნაა. მოედანზე საერთო სურათს უნდა ვხედავდე, რომ ის გავაკონტროლო. ეს ყველაფერი ძალიან მიყვარს".

ესპანური პრესა ჩავის მომავალს "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხედავს. კატალონიელმა ფეხბურთელმა უკვე არაერთხელ აღნიშნა, რომ ფეხბურთიდან მთლიანად წასვლას არ აპირებს და სამწვრთნელო კარიერაზე სერიოზულად ფიქრობს.

აქვე შეგიძლიათ იხილოთ ჩავის მდიდარი კარიერის საუკეთესო ეპიზოდები - როგორ მოძრაობდა ის ბურთთან ერთად და როგორ იღებდა გადაწყვეტილებებს წამის მეათასედებში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები