2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ახალი მაისურები
Aa
Aa

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ახალი მაისურები

 

კომპანია Adidas ფეხბურთის გულშემატკივარს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წარსულში აბრუნებს, რასაც ეროვნული ნაკრებების მაისურების რეტრო სტილში გაფორმებით ახერხებს. Adidas-მა 9 ქვეყნის ეროვნული ნაკრების გასვლითი ფორმები წარმოადგინა.

მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის, გერმანიის მაისური მწვანე ფერში იქნება, რომელიც 1990 წლის ფორმის მიხედვით შეიქმნა. გერმანელებს მწვანე ფერის მაისური სწორედ 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ეცვათ, როდესაც ინგლისის ეროვნულ გუნდს მოუგეს. გერმანიის ნაკრების ახალი ფორმის წინა მხარეს ცენტრში ოქროსფერი ლოგო იქნება, რომელიც იმის აღმნიშვნელია, რომ ეროვნული გუნდი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.

 

ესპანეთის ნაკრებმა ფორმის ფერები შეცვალა და ის ახლა თეთრ და ცივ ლურჯ ფერებში იქნება წარმოდგენილი, მხრებზე კი მაისურს წითელი ზოლები გააფორმებს. Adidas-ის დიზაინერებმა ეს ფორმა, ესპანეთის ნაკრების 1980 წლის მაისურის დიზაინის მიხედვით შექმნეს.

 

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში პირველად, არგენტინის ნაკრები მუნდიალზე შავი მაისურით წარსდგება, რომელსაც სამი თეთრი ზოლი და ლურჯ-თეთრი ფერები დაამშვენებს.

 

ჩემპიონატის მასპინძლის, რუსეთის ნაკრების ახალი ფორმა თეთრი იქნება, რომელსაც ნაცრისფერი გრაფიკული აბსტრაქცია გააფორმებს. დიზაინერთა თქმით აბსტრაქცია რუსეთის არქიტექტურას, ინდუსტრიულ ქალაქებსა და ქვეყნის რელიეფს გამოხატავს.

 

ბელგიის ეროვნული ნაკრები მუქ ყვითელ ფორმებში იასპარეზებენ, რომელსაც ჰორიზონტალური ზოლები გააფორმებს. მხრებზე კი ზოლები ქვეყნის დროშის ფერებში ექნება - შავი, ყვითელი და წითელი.

 

წარმოგიდგენთ დანარჩენი 4 ქვეყნის - შვედეთის, მექსიკის, კოლუმბიისა და იაპონიის ეროვნული ნაკრებების ახალ ფორმებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები