Aa
Aa

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის სადებიუტო ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ვლადიმირ ვაისის გუნდმა პირველი ვარჯიში არასრული შემადგენლობით გამართა.

სავარჯიშო პროცესი თბილისში მდებარე ს.კ. „ზესტაფონის“ საწვრთნელ ბაზაზე ჩატარდა. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში, 17 ფეხბურთელი იყო.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (რიუ ავე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი)

ეროვნულ ნაკრებს გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე, დავით ხოჭოლავა, ვაკო ყაზაიშვილი, ვაკო გვილია და გიორგი მერებაშვილი, 20 მარტს დაგეგმილ ვარჯიშზე შეუერთდებიან.

"ჯვაროსნები" 24 მარტს ლიტვას, ხოლო 27 მარტს ესტონეთს შეხვდებიან. ორივე ამხანაგური თამაში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 19 საათზე დაიწყება. მატჩებზე დასწრება თავისუფალია.

 

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები