Aa
Aa

"ამის დედაც"... - რა ხდება როხოსა და სანჩესს შორის?

* მარკოს როხომ აღიარა, რომ მასსა და ალექსის სანჩესს შორის, დაუნდობელი ბრძოლა მიმდინარეობდა და ისინი ფარულად ერთმანეთს ფეხს ხშირად ურტყამდნენ, რაც მსაჯთა ყურადღების მიღმა რჩებოდა

* როხოსა და სანჩესს, ერთმანეთის წინააღმდეგ, არაერთი სუპერპრინციპული დაპირისპირება ჩაუტარებიათ

* ჟოზე მოურინიომ იხუმრა, რომ ისინი ვარჯიშზე ერთმანეთს არ უნდა გადაყროდნენ

როცა გაირკვა, რომ ალექსის სანჩესი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტს გააფორმებდა, კლუბის ფანები შესანიშნავ ხასიათზე დადგნენ, თუმცა „წითელ ეშმაკთა“ არგენტინელი მცველის რეაქცია ასეთი იყო - „ამის დედაც... ახლა ის ბიჭი აქ უნდა მოიყვანონ“.

როხო ამბობს, რომ სანაკრებო და საკლუბო დონეზე სანჩესთან ბევრი დაპირისპირება ჰქონია, თუმცა მასთან კარგი ურთიერთობა ვერ ჩამოუყალიბდა - „ალექსისი ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ მე მას მოედანზე ვერასდროს ვუგებდი. სანაკრებო და საკლუბო მატჩებისას ბევრჯერ შევხვედრილვართ, მე მას ვურტყამდი, ისევე როგორც, ამას იგი აკეთებდა. შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთს შეურაცხყოფას ვაყენებდით“.

მოურინიომ ფეხბურთელთა დამოკიდებულების შესახებ იცოდა, ამიტომაც, სანჩესის ტრანსფერის დახურვამდე, პორტუგალიელი, როხოსთან მივიდა და ნახევრად ხუმრობით უთხრა - „ჩვენ ალექსისის შეძენას ვგეგმავთ. მინდა, რომ ვარჯიშისას ის არ დაამტვრიო“. ამ ფრაზის შემდეგ მოურინიოს სიცილი აუტყდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები