ტეხასელებს წყენა არ ავიწყდებათ!
Aa
Aa

ტეხასელებს წყენა არ ავიწყდებათ! "სან ანტონიოს" ქომაგებმა ზაზას უსტვინეს

შარშანდელი საპლეიოფო დაპირისპირების შემდეგ „სან ანტონიოსა“ და „ გოლდენ სტეიტს“ შორის საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა, „სპურსის“ გულშემატკივრები დღემდე თვლიან, რომ ფაჩულიამ ტრამვა ლეონარდს განზრახ მიაყენა.

ჟურნალისტებთან საუბრისას კავაიმ მრავალჯერ აღნიშნა, რომ ზაზას ქმედება უბრალო შემთხვევითობა იყო და ქართველ ცენტრს არანაირი ცუდი ჩანაფიქრი არ ჰქონია.

ჩემპიონები ტეხასში სტეფ კარის, კევინ დურანტის, კლეი ტომპსონის გარეშე ჩავიდნენ და მეორე მეოთხედში დრეიმონდ გრინიც დაკარგეს. მიუხედავად ყველაფრისა „სპურსის“ ქომაგების ყურადღება უფრო მეტად „გოლდენ სტეიტზე“ იყო ორიენტირებული ვიდრე საკუთარ გუნდზე. განსაკუთრებით „სან ანტონიოს“ ქომაგები აგრესიას ზაზა ფაჩულიას მისამართით იჩენდნენ. როდესაც ქართველი ბურთს მიიღებდა მას უსტვენდნენ, აცელილ სროლებზე დასცინოდნენ და ფაჩულიას მიერ მიღებულ ჯარიმას ან დაკარგულ ბურთს განსაკუთრებული ოვაციებით ხვდებოდნენ. „სპურსის“ გულშემატკივრებს ერჩივნათ ქართველი ცენტრი მოედანზე არ გამოსულიყო და სათადარიგო სკამზე დარჩენილიყო. შეგახსენებთ, რომ ზაზას მხრის ტრამვა ჰქონდა და იყო ალბათობა, რომ ქართველს "სპურსთან" დაპირისპირება გამოეტოვებინა.

საინტერესოა, რომ ფაჩულია მეორე კალათბურთელია ლეგენდარული კობი ბრაიანტის შემდეგ, რომელმაც ტეხასში მსგავსი დამოკიდებულება მიიღო.

როგორც მოსალოდნელი იყო „სპურსმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და „მეომრები“ 89-75 დაამარცხა. მატჩის ვიდეო მიმოხილვა იხილეთ აქ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები