Aa
Aa

NBA-ს გასული ტურის მატჩების მიმოხილვა

მაიამი - დენვერი 149 – 141

სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ფლორიდაში, სადაც „მაიამიმ“ ორ ოვერტაიმში მოახერხა „დენვერის“ წინააღმდეგობის დაძლევა და 149 – 141 იმარჯვა.

„ჰიტის“ მხრიდან გამარჯვებაში უდიდესი როლი სათადარიგო სკამმა შეიტანა, შეცვლაზე შემოსულმა კელი ოლინიკი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა და შეხვედრა 30 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა. 19 ქულა მიივალა უეინ ელინგტონმა. ჯასტის უინსლოუმ კი 11 ქულა ჩაიწერა აქტივში. სასტარტო ხუთეულიდან გამორჩეული მხოლოდ ჯეიმს ჯონსონი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა და შეხვედრა 18 ქულითა და 11 მოხსნით დაასრულა.

„დენვერის“ რიგებში ერთბაშად სამმა კალათბურთელმა გადალახა 20 ქულიანი ნიშნული გარი ჰარისის არყოფნაში „ნაგეთსს“ ნიკოლა იოკიჩისა და უილსონ ჩენდლერის დუეტმა ულიდერა 28-28 ქულით. 20 ქულა მიითვალა უილ ბარტონმა.

ფლორიდელებმა ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგეს და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-7 ადგილს იკავებენ.

 

კლივლენდი - მილოუკი 124 – 117

გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციაში 8 შეხვედრა გაიმართა. ტურის გახსნითი მატჩი კლივლენდში შედგა, სადაც „კავალიერსმა“ „მილოუკი ბაქსს“ უმასპინძლა.

„კლივლენდმა“ უპირატესობა პირველივე ნახევარში მოიპოვა და მატჩში სასურველი შედეგის მიღწევა არ გასჭირვებია. „კავსმა“ მხოლოდ მეოთხე მეოთხედი დაუთმო მეტოქეს, ისიც 1 ქულიანი სხვაობით.

„კავალიერსს“ ტრადიციულად ლებრონმა ულიდერა სამმაგი დუბლით - 40 ქულა, 12 მოხსნა, 10 გადაცემა. ტრამვის შემდეგ დაბრუნებულმა კევინ ლავმა 24 წუთში 18 ქულის მოგროვება მოახერხა. სათადარიგო სკამიდან 17 ქულა შესძინა გუნდს ჯორდან კლარკსონმა.

„ხარირემბის“ მხრიდან იანისი ანტატეკუნპო გამოირჩა 37 ქულითა და 11 მოხსნით. 30 ქულა ჩაიწერა აქტივში კრის მიდელტონმა. სათადარიგო სკამიდან 12 ქულა შესძინა გუნდს ჯაბარი პარკერმა.

41 მოგებითა და 29 მარცხით „კლივლენდი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე იმყოფება.

 

სან ანტონიო - გოლდენ სტეიტი 89 – 75

სტეფ კარის, კევინ დურანტის და კლეი ტომპსონის გარეშე დარჩენილი „გოლდენ სტეიტი“ სტუმრად „სან ანტონიოს“ ესტუმრა და უშანსოდ, 14 ქულიანი სხვაობით დამარცხდა.

მატჩი „სპურსის“ უპირატესობით დაიწყო და საბოლოოდ ტეხასელების იოლი გამარჯვებით 89-75 დასრულდა. „სან ანტონიოსთან“ დაპირისპირებაში მეორე მეოთხედის დასრულებამდე 9 წუთით ადრე ტრამვის გამო პარკეტის დატოვება მოუწია „უორიორსის“ ლიდერს -დრეიმონდ გრინს. ჯერჯერობით უცნობია რამდენს გამოტოვებს „მეომრების“ მძიმე ფორვარდი, თუმცა პირველადი ინფორმაციით დრეიმონდის ტრამვა სერიოზული არ აღმოჩნდა და „მეომრების“ ვარსკლავი გუნდს მალე დაუბრუნდება.

ტეხასელებს ლამარკუს ოლდრიჯმა ულიდერა 33 ქულითა და 12 მოხსნით. სათადარიგო სკამიდან 9 ქულა შესძინა გუნდს რუდი გეიმ. 11 ქულა ჩაიწერა აქტივში დენი გრინმა.

ლიდერების არყოფნაში „მეომრებს“ რიგებში ქუინ კუკი გამოირჩა, 24 წლის უკანახაზელმა შეხვედრა 20 ქულითა და 5 მოხსნით დაასრულა. ორმაგ დუბლამდე ორი მოხსნა დააკლდა კევინ ლუნის - 12 ქულა, 8 მოხსნა. 10 ქულა შესძინა გუნდს ანდრე იგუდალამ.

„სან ანტონიომ“ ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო, 41 მოგება დააგროვა და დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეის“, მოქმედი ჩემპიონები მეორე ადგილზე იმყოფებიან და დიდი ალბათობით სეზონს ამავე პოზიციაზე დაასრულებენ. 

 

სხვა მატჩების შედეგები

ინდიანა - ლეიკერსი 110 – 100

ფილადელფია - შარლოტა 108 – 94

ბრუკლინი - მემფისი 118 – 115

ნიუ იორკი - ჩიკაგო 110 – 92

საკრამენტო - დეტროიტი 90 - 106

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები