Aa
Aa

"ინდიან უელსი" ოსაკასია - 20 წლის იაპონელის პირველი ტიტული

ქალთა შორის ინდიან უელსის მასტერსის სერიის ტურნირი 20 წლის ნაომი ოსაკას ტრიუმფით დასრულდა.

იაპონელმა ჩოგბურთელმა ფინალამდე მარია შარაპოვას, აგნეშკა რადვანსკას, საშია ვიკერის, კაროლინა პლიშკოვასა და სიმონა ჰალეპის დამარცხება შეძლო, ხოლო გადამწყვეტ შეხვედრაში რუს დარია კასატკინას დაუპირისპირდა.

თამაში აზიელის აშკარა უპირატესობით წარიმართა და მისივე იოლი გამარჯვებით 6:3 6:2 დასრულდა.

ოსაკამ, კარიერაში WTA-ს პირველი ტიტული მოიგო და საპრიზო თანხის სახით, 1.4 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები