Aa
Aa

ტოჩინოშინის კიდევ ერთი იოლი გამარჯვება!

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელსაც სუმოს სამყაროში, ტოჩინოშინის სახელით იცნობენ, მარტის "ჰარუ ბაშოზე" მე-9 ორთაბრძოლა გამართა.

ტოჩინოშინის მოწინააღმდეგე, მასზე რანგით დაბლა მდგომი, მე-4 მაეგაშირა - შოჰოზანი გახლდათ, რომელსაც მიმდინარე ტურნირზე მოგება-წაგებათა ბალანსი 5:3-ზე ჰქონდა, ხოლო ქართველის მაჩვენებელი 6:2-ზე იყო.

შოჰოზანი 34 წლისაა, მისი სიმაღლე და წონა კი, შესაბამისად - 177 სმ. და 140 კგ.-ია. ამ კუთხით უპირატესობა ქართველს ჰქონდა, რომლის სიმაღლეც 192 სმ.-ია, ხოლო წონა - 177 კგ.

გორგაძემ უპირატესობა გამოიყენა და მეტოქე იორიკირით დაამარცხა, რითაც ტურნირზე მე-7 ორთაბრძოლა მოიგო და დადებითი ბალანსის გაფორმებამდე, 1 გამარჯვება აკლია. "ჰარუ ბაშოს" ლიდერები, კაკურიუ და კაისეი არიან, რომელთაც ცხრავე დაპირისპირება წარმატებით დაასრულეს.

ხვალ, ტურნირის მე-10 დღეს, ტოჩინოშინი, მასზე მაღალი რანგის გოეიდოს შეხვდება, რომელსაც ოძეკის ჩინი აქვს - ტოჩინოშინი სეკივაკეა, რაც სუმოს იერარქიაში, იოკუძუნასა და ოძეკის შემდეგ, მე-3 წოდებაა. გოეიდო 31 წლისაა, 183 სმ.-ია და 160 კგ.-ს იწონის.

ცხელი ამბები