Aa
Aa

ტოჩინოშინის მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება ჰარუ ბაშოზე!

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოშინოჩინი, მარტის "ჰარუ ბაშოზე" წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს და რამდენიმე წუთის წინ, ტურნირის მე-8 დღის შეხვედრა, მოგებით დაასრულა.

ტოჩინოშინმა დღეს თავისივე წოდების სეკივაკე მიტაკეუმი დაამარცხა და მოგება-წაგებათა ბალანსი 6:2-ზე გაზარდა.

მიტაკეუმიმ ბრძოლა კარგად დაიწყო და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო, თუმცა ტოჩინოშინი მას ჩანაფიქრს მიუხვდა და გამარჯვება მარტივად შეძლო.

აღსანიშნავია, რომ ლევანის მეტოქეს მიტაკეუმის ტურნირზე მოგება-წაგების ბალანსი მის მსგავსად 5:2-ზე ჰქონდა და დღევანდელ ბრძოლას ორმაგი მნიშვნელობა ჰქონდა.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ ლევან გორგაძე მარტის ბაშოზე მუხლის ტრავმით ასპარეზობს და მისი შესაძლებლობების 100%-ით წარმოჩენა უჭირს, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად ქართველი სუმოისტი მაინც ბოლომდე იბრძივს და ღირსეულად ასპარეზობს.

აქვე გეტყვით, რომ ტოჩინოშინი მომდევნო შეხვედრას ხვალ გამართავს და მისი მეტოქე მეოთხე მაეგაშირა შოჰოზანი იქნება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრების ბალანსი 11:5-ზე ქართველის სასარგებლოდაა. მარტის ბაშოზე შოჰოზანს მოგება-წაგებათა ბალანსი 5:3-ზე აქვს.

შოჰოზანის სიმაღლე 1 მეტრი და 77 სანტიმეტრია, ხოლო მისი წონა 140 კილოგრამი და წესით, ხვალინდელ ბრძოლაში უპირატესობა ქართველ სუმოისტს უნდა ჰქონდეს.

ასევე, იხილეთ ლევან გორგაძის გუშინდელი და გუშინწინდელი მნიშნელოვანი გამარჯვებები.

ცხელი ამბები