Aa
Aa

ფაჩულია კვლავ სასტარტოშია - "გოლდენ სტეიტმა" "ფინიქსი" დაამარცხა

გამთენიისას NBA-ს მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "ფინიქსს" სტუმრად 124:109 სძლია.

უკვე ზედიზედ მესამედ, ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა. როგორც ჩანს, სტივ კერი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ძირითად შემადგენლობაში ჯავალ მაკგის ადგილი არ არის.

დღევანდელ შეხვედრაში ზაზამ პარკეტზე 16:51 წუთი გაატარა და 2 ქულასთან ერთად, 7 მოხსნა, 2 გადაცემა და 1 ჩაჭრა ჰქონდა.

"გოლდენ სტეიტის" მხრიდან საუკეთესო 28 ქულით ქუინ კუკი იყო. სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა დრიემონდ გრინს - 25 ქულა, 11 მოხსნა, 8 გადაცემა.

მატჩში ყველაზე მეტი 36 ქულა სტუმართა კალათბურთელმა ჯოშ ჯექსონმა ჩააგდო.

სტივ კერის გუნდი ამ გამარჯვების შემდეგ 53 მოგებითა და 17 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-2 პოზიციაზე იმყოფება.

"გოლდენ სტეიტს" მომდევნო მატჩი 20 მარტს ოკლენდში ექნება და მათი მეტოქე "სან ანტონიო" იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები