სერია A-მ "დელა მადონინას" ჩატარების თარიღი დაასახელა
დავიდე ასტორის გარდაცვალების გამო, 4 მარტს დაგეგმილი "მილანისა" და "ინტერის" მატჩი გადაიდო და ამ დრომდე, მისი ჩატარების თარიღი უცნობი გახლდათ.
რამდენიმე საათის წინ სერია A-მ გამოაცხადა, რომ "დერბი დელა მადონინა" ოთხშაბათს, 4 აპრილს, ადგილობრივი დროით 18:30 საათზე, ხოლო თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც "მილანმა" წლევანდელ "ევროპა ლიგაზე" გამოსვლა დაასრულა.
"მილანი"-"ინტერის" შეხვედრის გარდა, კიდევ 6 თამაში გადაიდო, რომლებიც 3 და 4 აპრილს ჩატარდება.
3 აპრილი - "ატალანტა"-"სამპდორია", "ჯენოა"-"კალიარი", "უდინეზე"-"ფიორენტინა" - ყველა ეს მატჩი 20:30 საათზე დაიწყება.
4 აპრილი - "ბენევენტო"-"ვერონა" (19:00), "კიევო"-"სასუოლო", "ტორინო"-"კროტონე" - 20:30 საათი.