Aa
Aa

სატრანსფერო ჭორები

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მერვედფინალების დასრულების შემდეგ, ევროპის სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში სატრანსფერო სიახლეების მორიგი ტალღა წამოვიდა. 

***

დაილი მირორის ცნობით, ლონდონის „ჩელსი“ თანაქალაქელი „არსენალის“ შუახაზელ აარონ რემსის აკვირდება. 27 წლის ფეხბურთელს „მეთოფეებთან“ კონტრაქტი მომავალ წელს გასდის. „არისტოკრატები“ იმედოვნებენ, რომ რემსის უკეთეს შეთავაზებას გაუკეთებენ და „ემირეთსის“ ნაცვლად „სტემფორდ ბრიჯზე“ იხილავენ.

მიმდინარე სეზონში უელსელმა ფეხბურთელმა „არსენალის“ ფორმით 19 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

***

ესპანური სპორტის ინფორმაციით მადრიდის „რეალი“ და კატალონიის „ბარსელონა“ „სევილიას“ უკანახაზელით კლემენ ლენგლეთია დაინტერესებული. 22 წლის ფრანგ ფეხბურთელს  „ბლაუგრანა“ უკვე დიდი ხანია აკვირდება, ამჯერად კი რადარზე ზინედინ ზიდანიც გამოჩნდა, რომელიც ეცდება თანანემამულე „სამეფო კლუბში“ თამაშზე დაიყოლიოს.

ლენგლეს გამოსასყიდი თანხა 30 მილიონი ევროა და დიდი ალბათობით ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე მის შესაძენად დიდი ომი გაჩაღდება.

მას შემდეგ რაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ბარსელონამ“ „ჩელსის“ მოუგო და ტურნირიდან გამოთიშა, ინგლისურ პრესაში აზარის წასვლის თაობაზე წერა განახლდა.

***

მირორი წერს, რომ იმ შემთხვევაში თუ „არისტოკრატები“ ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვერ მოხვდებიან, ბელგიელი ფეხბურთელი ედენ აზარი გუნდს დატოვებს. 

აზარით ინტერესს მადრიდის „რეალი“ და „პსჟ“ იჩენენ, რომლებიც მზად არიან ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმონ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე პრემიერლიგის გათამაშებაში „ჩელსი“ მეხუთე ადგილზე იმყოფება და მეოთხე ადგილზე მყოფ „ლივერპულს“ 4 ქულით ჩამორჩება.

***

მანჩესტერ ივნინგ ნიუსის ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ „არსენალის“ მარჯვენა მცველის ჰექტორ ბელერინის შეძენითაა დაინტერესებული. ესპანელი ფეხბურთელი „მეთოფეების“ სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილოა და გუნდის გამოცვლა სურს. ბელერინის თავის გუნდში ხილვა „მანჩესტერის“ გარდა „იუვენტუსსა“ და „ბარსელონასაც“ სურთ. 

„წითელი ეშმაკები“ აპირებენ, რომ კონკურენტებს დაასწრონ და ესპანელთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმონ.

***

ესპანური „დარიო გოლი“ რომელიც უმეტეს შემთხვევაში ჭორების გავრცელებით არის ცნობილი, ამჯერად კარიმ ბენზემას „ვესტ ჰემში“ გადასვლაზე წერს.

გამოცემის მტკიცებით „ჩაქუჩები“ მზად არიან ფრანგი ფორვარდის სანაცვლოდ 53 მილიონი ევრო გადაიხადონ.

რამდენად ღირს 30 წლის ფრანგ ფეხბურთელში ამხელა თანხის გადახდა სხვა საკითხია, თუმცა როგორც წყარო ამტკიცებს ინგლისური კლუბი ბენზემასადმი ინტერესს სერიოზულად იჩენს და მზად არის აღნიშნული თანხა გადაიხადოს.

უკვე დიდი ხანია იწერება იმის შესახებ, რომ ფლორენტინო პერესი ზაფხულში ახალი გალაქტიკოს შექმნას გეგმავს და არაა გამორიცხული ბენზემამ „სამეფო კლუბი“ მართლაც დატოვოს.

***

არემსი სპორტსის ცნობით „ტოტენჰემის“ თავკაცი მაურისიო პოჩეტინო „ბორდოს“ გარემარბ მალკოლმს პირადად დაუკავშირდა და „დეზებში“ გადასვლაზე ესაუბრა. არგენტინელი სპეციალისტი ბრაზილიელის თამაშით მოხიბლულია და მზად არის ხელმძღვანელობა დაარწმუნოს, რომ ფეხბურთელის სანაცვლოდ 55 მილიონი ევრო გადაიხადონ. 21 წლის მალკოლმის შეძენა მიუნხენის „ბაიერნსა“ და „არსენალსაც“ სურთ.

საინტერესოა რამდენად შედგება მალკოლმის „ტოტენჰემში“ ტრანსფერი, რადგან ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ მიუნხენის „ბაიერნის“ წარმომადგენლები პოჩეტინოს დაუკავშირდნენ. აღნიშნული ცნობა „ლივერპულისა“ და „რეკორდმაისტერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა დიტმარ ჰამანმა გაავრცელა.

***

გაძეტა დელო სპორტისა და ფუტბოლ იტალიას ცნობით, „ინტერი“ ახლოსაა „ლაციოს“ უკანახაზელი სტეფან დე ვრაი გაიფორმოს. ჰოლანდიელ ფეხბურთელს რომაულ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს გასდის და მზად არის „ნერაძურიში“ გადავიდეს.

დე ვრაისადმი ინტერესს „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ლივერპულიც“ გამოთქვამენ, თუმცა ფეხბურთელს სერია-აში დარჩენა სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები