მესი:
Aa
Aa

მესი: "ეგოისტი მოთამაშე აღარ ვარ...ახლა გუნდზე უფრო მეტად ვთამაშობ"

"ბარსას" ათიანმა ლეო მესიმ, Marca-სთან საუბრისას თავის სათამაშო ფორმასა და შეცვლილ სტილზე ისაუბრა.

არგენტინელი ფეხბურთელის თქმით, ძველებურად ეგოისტი აღარ არის და თანაგუნდელებისთვის ახლა უფრო მეტად თამაშობს.

"ადრე ბურთის მიღებისას თამაშის საკუთარ თავზე აღება მიყვარდა. ახლა ყველაფერი შეიცვალა. მე, უფრო მეტად დავიწყე გუნდზე თამაში. როდესაც ბურთს ვიღებ და შეტევაში მივდივარ ვცდილობ, რომ ის უკეთეს პოზიციაში მყოფ თანაგუნდელს გადავაწოდო.

ეგოისტი მოთამაშე აღარ ვარ. მოედანზე სხვადასხვა პოზიციებზე ვმოქმედებ და თამაშს ასე წარვმართავ. ძველებურად დავბრივარ, არაფერი შეცვლილა, უბრალოდ ახლა ამას სხვანაირად ვაკეთებ".

მესიმ, გუნდში ვალვერდეს მოსვლის შემდეგ მოედნის ცენტრში თამაში დაიწყო. ლეო სიღრმიდან მოქმედებს და მინდორზე მისი ნახვა ნებისმიერ პოზიციაზე შეიძლება.

შეიძლება ითქვას, რომ ასაკის მატებასთან ერთად, მესიმ მასთან ადაპტაცია იდეალურად მოახდინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები