Aa
Aa

ფლოიდ მეივეზერი ოქტაგონს უახლოვდება?

ფლოიდ მეივეზერი ოქტაგონზე კონორ მაკგრეგორის წინააღმდეგ ბრძოლაზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა. მისი თქმით, მაკგრეგორთან კიდევ ერთი ბრძოლა სავსებით შესაძლებელია, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბრძოლის ორგანიზატორები მოკრივეს „საჭირო ციფრებს“ გადაუხდიან.

კრივის დაუმარცხებელ ლეგენდას კარიერა დასრულებული ჰქონდა, თუმცა გასულ წელს კონორ მაკგრეგორთან ბრძოლას დათანხმდა, რომელიც ლას ვეგასში მისი დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

მეივეზერმა ჟურნალისტებთან საუბრისას რამდენიმე მინიშნებაც დატოვა და განაცხადა, რომ ის კარიერას UFC-ში გააგრძელებს და უახლოეს დღეებში ვარჯიშს შერეული ორთაბრძოლების ოსტატთან და ყოფილ რესლერთან, ტაირონ ვუდლისთან ერთად დაიწყებს.

კრივის გულშემატკივრებს მეივეზერისა და მაკგრეგორის დაპირისპირების კიდევ ერთხელ ხილვა სურთ, თუმცა ამჯერად ფანები ბრძოლას მაკგრეგორის სპორტში, ოქტაგონზე ელიან. როგორც ჩანს ქომაგების სურვილი ახდება და ორი სპორტსმენის დაპირისპირებას ოქტაგონშიც სულ მალე ვიხილავთ. ჟურნალისტებთან საუბრისას ლეგენდარულმა მოკრივემ აღნიშნა: "ყველაფერს დრო სჭირდება, MMA-ს ლიცენზიისთვის განაცხადს აუცილებლად გავაკეთებთ და იმედი მაქვს ოქტაგონზეც ვიჩხუბებთ. მზად ვარ 6-8 თვეც დავუთმო მოსამზადებელ პერიოდს, მთავარია შეხვედრისთვის მაქსიმალურად მზად ვიყო". შეგახსენებთ, რომ დიდი ალბათობით ფლოიდი UFC-ის ჩემპიონ ტაირონ ვუდლისთან ივარჯიშებს.

ბრძოლის გამართვის შემთხვევაში უდავოა, რომ ფინანსური კუთხით ის რეკორდული იქნება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები