Aa
Aa

NBA-ს გასული ტურის მატჩების მიმოხილვა

სან ანტონიო - ნიუ ორლეანი 98 – 93

გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციაში 9 შეხვედრა გაიმართა. საინტერესო გამოდგა ტეხასში გამართული მატჩი, სადაც პლეიოფის საგზურისთვის მებრძოლმა „სან ანტონიომ“ „ნიუ ორლეანს“ უმასპინძლა და 5 ქულიანი სხვაობით დაამარცხა.

„სპურსს“ ლამარკუს ოლდრიჯმა ულიდერა 25 ქულით. სათადარიგო სკამიდან 11 ქულა შესძინა გუნდს მანუ ჯინობილიმ. მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა ტეხასელთა მომავალმა ვარსკლავმა დეჟანტე მარიმ - 18 ქულა, 11 მოხსნა.

„პელიკანსის“ რიგებში თამაში არ წაუვიდა ენტონი დევისს, რომელმაც 19-დან მხოლოდ 8 ბურთი ჩააგდო და 6 დაკარგვა მოაგროვა. მიუხედავად ამისა 25 წლის ფორვარდმა შეხვედრა 21 ქულითა და 14 მოხსნით დაასრულა.

ამ გამარჯვების შემდეგ „სპურსმა“ 39 მოგება მოაგროვა და დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე გადაინაცვლა.

 

ჰიუსტონი - კლიპერსი 101 - 96

დაძაბული გამოდგა დასავლეთ კონფერენციის ერთპიროვნული ლიდერის - „ჰიუსტონისა“ და „კლიპერსის“ დაპირისპირება. ტეხასელებმა პირველი ტაიმი წააგეს, თუმცა მესამე მეოთხედში მობილიზაცია მოახერხეს და აღნიშნული პერიოდი 8 ქულიანი სხვაობით მოიგეს.

„როქეტსს“ ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა 24 ქულით, ორმაგი დუბლი ჩაიწერა აქტივში კლინტ კაპელამ - 19 ქულა, 12 მოხსნა. სათადარიგო სკამიდან 23 ქულა შესძინა გუნდს ერიკ გორდონმა.

„კლიპერსის“ რიგებში ტობაიას ჰარისი გამოირჩა 29 ქულით. ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა დეანდრე ჯორდანს - 8 ქულა, 18 მოხსნა.

„როქეთსი“ 54 მოგებითა და 14 მარცხით დასავლეთ კონფერენციის ერთპიროვნული ლიდერია.

 

ინდიანა - ტორონტო 99 - 106

დღევანდელი ტურის ცენტრალური მატჩი ინდიანაპოლისში შედგა, სადაც აღმოსავლეთ კონფერენციის მესამეადგილოსანი - „ინდიანა პეისერსი“ დაძაბულ ბრძოლაში 7 ქულიანი სხვაობით დამარცხდა ამავე კონფერენციის ლიდერთან.

კანადელებს დემარ დეროუზანმა ულიდერა 24 ქულით. ორმაგი დუბლი მიითვალა იონას ვალანჩუნასმა. სათადარიგო სკამიდან 12 ქულა შესძინა გუნდს პასკალ სიაკამმა.

„პეისერსის“ მხრიდან დარენ კოლისონი გამოირჩა 22 ქულით. 20 ქლა და 12 მოხსნა მიითვალა ალ ჯეფერსონმა. საშინელი მატჩი ჩაატარ ბოიან ბოგდანოვიჩმა, 28 წლის ფორვარდმა 10-დან მხოლოდ 1 ბურთი მოათავსა კალათში.

51 მოგებითა და 17 მარცხით „ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციას ერთპიროვნულად ლიდერობს.

 

პორტლენდი - კლივლენდი 113 - 105

დღევანდელი ტურის დასკვნითი მატჩი პორტლენდში შედგა, სადაც მეთერთმეტე შეხვედრა მოიგო „ტრეილ ბლეიზერსმა“. დამიან ლილარდის გუნდმა ამჯერად ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტი - „კლივლენდ კავალიერსი“ 8 ქულიანი სხვაობით 113-105 დაამარცხა.

„პორტლენდის“ რიგებში სი ჯეი მაკკოლუმი გამოირჩა 29 ქულით. 24 ქულა შესძინა გუნდს დამიან ლილარდმა.

„კლივლენდს“ ტრადიციულად ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა 35 ქულით. სათადარიგო სკამიდან 14 ქულა შესძინა გუნდს ჯორდან კლარკსონმა.

42 მოგებითა და 26 მარცხით „პორტლენდი“ დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე იმყოფება.

 

სხვა მატჩების შედეგები

ატლანტა - შარლოტა 117 – 129

ნიუ იორკი - ფილადელფია 110 – 118

მემფისი - ჩიკაგო 110 – 111

დენვერი - დეტროიტი 120 – 115

იუტა - ფენიქსი 116 – 88

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები