რონალდუს
Aa
Aa

რონალდუს "რეალში" ლევანდოვსკის ხილვა სურს

მადრიდის რეალსყოველდღიურად რეკორდულ ტრანსფერს უკავშირებენ.

ამჯერად, საუბარია მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელზე, რობერტ ლევანდოვსკიზე.

„ბაიერნის“ ლეგენდის ჯოვანი ელბერის თქმით, ლევანდოვსკი მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელია და ის რომ მისი გადმობირებით მადრიდის „რეალი“ და კრიშტიანუ რონალდუ არიან დაინტერესებულები გასაკვირი სულაც არაა.

როგორც ჩანს პოლონელი ფეხბურთელის მომავალი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარ თემად რჩება.

ელბერის თქმით, ის ფაქტი რომ ლევანდოვსკის ბაიერნიდან წასვლაზე მითქმა-მოთქმა არ ჩერდება, მხოლოდ ერთ ფაქტზე მიუთითებს - იმაზე, რომ „ბაიერნს“ მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელი ჰყავს.

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი წევრის თქმით, ჭორები იმის შესახებ, რომ რონალდუ ლევანდოვსკის რეალში გადასვლას მხარს უჭერს, იმას ნიშნავს, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავი სულელი არაა.

„ყველას სურს რომ საკუთარ გუნდში ლევანდოვსკის მსგავსი მოთამაშე ჰყავდეს. ასე რომ თუ „ბაიერნიდან“ წასვლის შანსი გაჩნდება, მადრიდელების მისი გადაბირებისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

თუმცა „ბაიერნმა“ ეს ყველაფერი იცის, ხოლო ლევანდოვსკი გერმანიაში საკუთარ ოჯახთან ერთად თავს კარგად გრძნობს და მას მიუნხენში ყველაფერი აქვს. ვიმედოვნებ და მჯერა, რომ ის ჩვენთან ერთად კიდევ დიდ ხანს დარჩება.“

გარდა ამისა ელბერმა ლევანდოვსკიზე თქვა, რომ პოლონელს გასაოცარი უნარები აქვს და ამას ყველა მატჩში წარმოაჩენს.

„შეიძლება თქვან, რომ „ბაიერნის“ მაისურით თამაშისას გოლების გატანა მარტივია, რადგან სხვა კლუბები მსგავს სიმაღლეზე არ არიან, თუმცა ფეხბურთელს მაინც ბევრი მუშაობა უწევს. ლევანდოვსკი კი ამას როგორც ბუნდესლიგაში ისე ჩემპიონთა ლიგაზე თანაბრად აკეთებს.

მას ორივე ფეხით კარგად თამაში შეუძლია და მეორე სართულზეც კარგად იბრძვის, მიუხედავად იმისა, რომ ამის სპეციალისტი არაა. რობერტს ყველაფერი აქვს. რთულია მის სისუსტეზე საუბარი, რადგან ვერ იტყვი რომელი საფეხბურთო კომპონენტის გაუმჯობესება სჭირდება.“

ლევანდოვსკიმ ჰამბურგის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა, რის შემდეგაც მას მიმდინარე სეზონში 39 შეხვედრაში 37 გოლი აქვს გატანილი. „ბაიერნის“ მაისურით კი მან 142 გოლი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები