ნეიმარი მორიგ სკანდალში გაეხვა
Aa
Aa

ნეიმარი მორიგ სკანდალში გაეხვა

სტივენ ჰოკინგი გუშინ 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფიზიკოსის სიკვდილმა დიდი რეზონანსი გამოიწვია მთელს მსოფლიოში. ჰოკინგის გარდაცვალებას ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელიც გამოეხმაურა, ნეიმარმა ტვიტერზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც იგი შეხვეული ფეხით ინვალიდის ეტლში იჯდა. „პსჟ-ს“ ვარსკლავმა ფოტოს ჰოკინგის ციტატაც დაურთო: „საჭიროა ყოველთვის პოზიტიური განწყობა შეინარჩუნო და ყველა სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი იპოვო“.

ბუნებრივია, ნეიმარს უბრალოდ სურდა ლეგენდარული მეცნიერისთვის პატივი მიეგო. თუმცა მის ფოტოს ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში.

გრენტ უალი: წარმოდგენა არ მაქვს რა ეგოისტი უნდა იყო ადამიანი, რომ ჰოკინგის სიკვდილიც საკუთარ თავთან მიმართებით გამოიყენო. ნეიმარის დროებითი ტრამვა არაფერია იმ დაავადებასთან შედარებით, რომელიც ლეგენდარულ მეცნიერს 45 წლის განმავლობაში ტანჯავდა.

გევინ ოკონერი: ნეიმარი ტრამვის გამო ინვალიდის ეტლში მოხვედრას ჰოკინგის სიტუაციას ადარებს?! მართალია! „საჭიროა ყოველთვის პოზიტიური განწყობა შეინარჩუნო და ყველა სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი იპოვო“.

ჯეიმს კილბი:

გრიზმანი: როგორ შემიძლია მთელს ინტერნეტს შეურაცხყოფა მივაყენო?

ნეიმარი: მაცადე...

შეგახენებთ, რომ ნეიმარი „პსჟ“-ში ზაფხულში 222 მილიონ დოლარად გადავიდა. ბრაზილიელმა ვარსკლავმა „მარსელთან“ მატჩში ტრამვა მიიღო და იძულებული გახდა ოპერაცია გაეკეთებინა. ნეიმარი ფეხბურთს მაისში დაუბრუნდება და დიდი ალბათობით მსოფლიო ჩემპიონატზეც მოახერხებს მონაწილეობის მიღებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები