Aa
Aa

"ადრიატიკის ლიგის" ყველაზე პერსპექტიულ კალათბურთელებს შორის ბითაძე მეორეა

ადრიატიკის ლიგის სეზონის დასრულების შემდეგ, ტრადიციული გამოკითხვა ჩატარდა, სადაც ლიგის საუკეთესო ტალანტები გამოავლინეს.

პირველ ადგილი არავის დაუთმო ჯანან მუსამ, რომელმაც ხმების 64 პროცენტი მიიღო, მეორე ადგილზე ქართველი გოგა ბითაძე გავიდა 16 პროცენტით, ხოლო მესამე პოზიცია ალექსა რადანოვს ერგო.

გამოკითხვაში მონაწილეობა გულშემატკივრებმა, მწვრთნელებმა და ლიგის კომისარმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ მუსამ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, როგორც ქომაგებისგან ასევე მწვრთნელებისგან. ბოსნიელი უკანახაზელი წლევანდელ სეზონში „ცედევიტაში“ ასპარეზობს და საშუალოდ 13.6 ქულას, 3.4 მოხსნას, 1.6 გადაცემას და 1.2 ჩაჭრას აგროვებს.

რაც შეეხება ქართველს, გოგამ „მეგა ბემაქსის“ 22-დან 8 შეხვედრა მოიგო და სეზონი მე-9 პოზიციაზე დაასრულა. ბითაძე საშუალოდ 11.8 ქულას, 6.9 მოხსნას და 2.1 დაფარებას აგროვებს.

წლევანდელი სეზონის შემდეგ ბითაძე დიდი ალბათობით დრაფტზე NBA-ს დრაფტზე დადგება, სადაც “Draftnet.com”-ის ვარაუდით მას 49-ე ნომრად “ფილადელფია სევენთი სიქსერსი“ აირჩევს.

სავარაუდო სასტარტო ხუთეულები

„სეტონ ჰოლი“: კარინგტონი, დელგადო, პაუელი, კეილი, როდრიგესი

 

„ენსი სტეიტი“: ფრიმენი, იურსევენი, დორნი, ჯონსონი, ბევერლი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები