„ელექტროენერგიის შემდეგ მესი საუკეთესო გამოგონებაა“
Aa
Aa

„ელექტროენერგიის შემდეგ მესი საუკეთესო გამოგონებაა“

"ჩელსისთან" გამართული გუშინდელი მატჩის შემდეგ ლეო მესის თამაშს საფეხბურთო სამყაროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

არგენტინელი გენიოსის მორიგ ბრწყინვალე პერფორმანსს, გუშინდელი შეხვედრის მონაწილეთა გარდა სხვა ბევრი ცნობილი სახეც გამოეხმაურა.

მარკოს ალონსო („ჩელსი“): “მათ მესი ჰყავთ“.

***

მუჰამედ აბუტრიკა (ვეტერანი ეგვიპტელი ფეხბურთელი): „ელექტროენერგიის შემდეგ მესი საუკეთესო გამოგონებაა“.

***

ანტონიო კონტე: („ჩელსი“): „შენს (მესის) წინააღმდეგ არაფრის გაკეთება შემიძლია“ - კონტემ მატჩის შემდეგ მესის სწორედ ამ სიტყვებით მიმართა და შემდეგ პრესას მათი საუბრის შინაარსი გაანდო: როდესაც გაქვს შანსი, რომ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეს ესაუბრო და ყველაფერი უთხრა, ეს მომენტი ხელიდან არ უნდა გაუშვა. ის უბრალოდ სუპერ, სუპერ, სუპერ მოთამაშეა და მისი სურვილია, რომ კარიერის ბოლომდე „ბარსელონაში“ დარჩეს“.

***

რუფ ბენ ხალიფი (beIN-ის კომენტატორი): „ყველა პოეტი, მათ შორის გარდაცვლილებიც უნდა აღსდგნენ და ცოცხლებთან ერთად სცადონ მესის გენიალიზმის აღწერა, მაგრამ ისინი ამას მაინც ვერ მოახერხებენ“.

***

ანდრეს ინიესტა („ბარსელონა“): „ღმერთს ყოველ დღე მადლობას ვუხდი, რომ მესი ჩვენს გუნდში თამაშობს“.

***

რობერტო მარტინესი (ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „მესი ინტელიგენტის დონეზეა. ხარისხით, მოთმინებითა და მენტალიტეტით მოედანზე ნებისმიერს აღემატება. ის ყველაფერს აკონტროლებს“.

ასევე, იხილეთ მატჩის შემდგომი კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები