Aa
Aa

ტოჩინოშინის მე-3 გამარჯვება "ჰარუ ბაშოზე"!

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, რომელსაც სუმოს სამყაროში ტოჩინოშინის სახელით იცნობენ, მარტის "ჰარუ ბაშოზე", დღეს, კიმუსუბი ჩიოტაირიუს დაუპირისპირდა.

4 სათამაშო დღის შემდეგ, ტოჩინოშინს მოგება-წაგებათა ბალანსი 2:2-ზე ჰქონდა, ხოლო ჩიოტაირიუს - 1:3-ზე. 

28 წლის იაპონელი 180 სმ. სიმაღლისაა და 197 კგ.-ს იწონის, ხოლო ქართველის სიმაღლე 192 სმ.-ია და მისი წონა 177 კგ. გახლავთ.

გორგაძემ სიმაღლის უპირატესობა გამოიყენა და მოწინააღმდეგე ოკურიდაშით დაამარცხა, რითაც ტურნირზე მე-3 გამარჯვება მოიპოვა. ტოჩინოშინი ლიდერებს საგრძნობლად ჩამორჩება - კაკურიუს, შოჰოზანსა და კაისეის ხუთივე დაპირისპირება მოგებული აქვთ.

ტოჩინოშინი მომდევნო შეხვედრას, ხვალ, პირველ მაეგაშირა ენდოს წინააღმდეგ გამართავს. ენდოს, მიმდინარე "ჰარუ ბაშოზე" 3 მოგება და 2 წაგება აქვს, ხოლო მისი სიმაღლე და წონა, შესაბამისად, 183 სმ. და 154 კგ.-ია.

პ.ს. ტოჩინოშინმა დღევანდელი შეხვედრა უკვე დაასრულა - იხილეთ სტატია

ცხელი ამბები