Aa
Aa

NBA-ს გასული ტურის მატჩების მიმოხილვა

ბოსტონი - ვაშინგტონი 124-125

გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციაში 4 შეხვედრა გაიმართა. საოცარი დაპირისპირება ვიხილეთ ბოსტონში, სადაც ადგილობრივმა „სელტიკსმა“ საკუთარი ლიდერების გარეშე დიდი ბრძოლა გაუმართა „ვაშინგტონს“. „ვიზარდსმა“ მხოლოდ მეორე ოვერტაიმში მოახერხა „კელტების“ წინააღმდეგობის დაძლევა და შეხვედრა მინიმალური ანგარიშით 125-124 მოიგო.

„სელტიკსი“ მატჩის  დასრულებამდე 5 წამით 106-103-ს იგებდა, თუმცა ჯოდი მიქსის სამქულიანით „ვიზარდსმა „ შეხვედრის დამატებით დროში გადაყვანა მოახერხა. პირველ ოვერტაიმში ჯეისონ ტატუმმა მატჩის დასრულებამდე 3 წამით ადრე თანაბარ ანგარიშზე საჯარიმო სროლა ააცილა და შეხვედრაში კიდევ ერთი დამატებითი დრო ვიხილეთ.

მეორე ოვერტაიმში „ვაშინგტონმა“ დამაჯერებელი უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ შეხვედრა სასურველი შედეგით დაასრულა.

„ბოსტონს“ მარკუს მორისმა ულიდერა 31 ქულით. სათადარიგო სკამიდან ორმაგი დუბლი მიითვალა გრეგ მონმრომ.

„ვაშინგტონის“ მხრიდან ბრედლი ბილი გამოირჩა 34 ქულით. ორმაგი დუბლი მიითვალა ოტო პორტერ ჯუნიორმა - 18 ქულა, 11 მოხსნა.

39 მოგებითა და 30 მარცხით „ვაშინგტონი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება.

 

გოლდენ სტეიტი - ლეიკერსი 117 – 106

ზედიზედ ორმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა „გოლდენ სტეიტ უორიორსმა“.  სტეფ კარის და კლეი ტომპსონის არყოფნას არანაირი პრობლემა არ შეუქმნია მოქმედი ჩემპიონებისთვის. „მეომრებმა“ ოკლენდში „ლეიკერსი“ 11 ქულიანი სხვაობით 117-106 დაამარცხეს.

„გოლდენ სტეიტს“ კევინ დურანტმა ულიდერა 26 ქულით. სათადარიგო სკამიდან 15 ქულა შესძინა გუნდს ომრი კასპიმ. გამორჩეული მატჩი ჩაატარა ზაზა ფაჩულიამ. ქართველმა ცენტრმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე 23 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 10 ქულა, 12 მოხსნა და 5 გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

ლეიკერსთან“ მოგროვებული 12 მოხსნით ზაზამ კიდევ ერთი კარიერული მიღწევა გაიფორმა და მოხსნების 6000-იან ნიშნულს გადაცდა.

„ლეიკერსის“ რიგებში სასტარტო ხუთეულში პირველად გამოჩნდა აიზეა ტომასი. 29 წლის უკანახაზელმა 20 ქულა და 7 გადაცემა ჩაიწერა აქტივში. მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა ჯულიუს რენდლმა 22 ქულა, 10 მოხსნა.

52 მოგებითა და 16 მარცხით „გოლდენ სტეიტი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება.

 

საკრამენტო - მაიამი 123 – 119

სენსაციური გამარჯვება მოიპოვა „საკრამენტო კინგსმა“. „მეფეებმა“ აღმოსავლეთ კონფერენციის საპლეიოფო საზგურისთვის მებრძოლი „მაიამი ჰიტი“ ოვერტაიმში 4 ქულიანი სხვაობით დაამარცხეს.

„კინგსის“ რიგებში ბადი ჰილდი გამოირჩა 24 ქულით. 22 ქულა შესძინა გუნდს ზაკ რენდოლფმა. კალიფორნიელების ახალწვეულმა დეაარონ ფოქსმა კი 20 ქულა ჩაიწერა აქტივში და სირენასთან ერთად სწორედ მისი ორქულიანით გაათანაბრა „კინგსმა“ ანგარიში.

ფლორიდელებს გორან დრაგიჩმა ულიდერა 33 ქულით. ორმაგი დუბლი მიითვალა ჯეიმს ჯონსონმა - 18 ქულა, 10 მოხსნა. სათადარიგო სკამიდან კარგად ჩაერთო უეინ ელინგტონი, 30 წლის უკანახაზელმა შეხვედრა 22 ქულით დაასრულა.

„საკრამენტო“ 22 მოგებითა და 47 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება.

 

ორლანდო - მილოუკი 126 - 117

სამწუხარო მარცხი განიცადა „მილოუქი ბაქსმა“. „ხარირმები“ სტუმრად აღმოსავლეთ კონფერენციის აუტსაიდერთან - „ორლანდო მეჯიქთან“ დამარცხდნენ.

ფლორიდელებმა უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვეს და აღნიშნული პერიოდი 16 ქულიანი სხვაობით მოიგეს.

„მეჯიქის“ რიგებში კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა ჯონათან სიმონსმა 28 წლის მსუბუქმა ფორვარდმა შეხვედრა 35 ქულითა და 4 მოხსნით დაასრულა. 32 ქულა ჩაიწერა აქტივში დი ჯეი ოგასტინმა. ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა ნიკოლა ვუჩევიჩს - 22 ქულა, 9 მოხსნა, 9 გადაცემა.

21 მოგებითა და 48 მარცხით „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები