Aa
Aa

ზაზას მორიგი ორმაგი დუბლი და გამარჯვება „ლეიკერსთან“

სტეფ კარის და კლეი ტომპსონის არყოფნას არანაირი პრობლემა არ შეუქმნია „გოლდენ სტეიტისთვის”. „მეომრებმა“ ოკლენდში „ლეიკერსი“ 11 ქულიანი სხვაობით 117-106 დაამარცხეს.

გამორჩეული მატჩი ჩაატარა ზაზა ფაჩულიამ. ქართველმა ცენტრმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე 23 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 10 ქულა, 12 მოხსნა და 5 გადაცემა ჩაიწერა აქტივში. ზაზამ 8-დან 4 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო მოათავსა ქალათში, ბურთი ორჯერ დაკარგა და 2 ჯარიმა მიიღო.

ლეიკერსთან“ მოპოვებული 12 მოხსნით ზაზამ კიდევ ერთი კარიერული მიღწევა გაიფორმა და მოხსნების 6000-იან ნიშნულს გადაცდა.

„გოლდენ სტეიტს“ კევინ დურანტმა ულიდერა 26 ქულით. სათადარიგო სკამიდან 15 ქულა შესძინა გუნდს ომრი კასპიმ.

„ლეიკერსის“ რიგებში სასტარტო ხუთეულში პირველად გამოჩნდა აიზეა ტომასი. 29 წლის უკანახაზელმა 20 ქულა და 7 გადაცემა ჩაიწერა აქტივში. მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა ჯულიუს რენდლმა 22 ქულა, 10 მოხსნა.

52 მოგებითა და 16 მარცხით „გოლდენ სტეიტი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები