კეინს დიაგნოზი დაუსვეს
Aa
Aa

კეინს დიაგნოზი დაუსვეს

კვირას, "ბორნმუთთან" მიღებული დაზიანების შემდეგ, ლონდონის "ტოტენჰემის" ლიდერ ჰარი კეინს დეტალური სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა.

მედიკოსთა თქმით, კოჭის ტრავმის გამო, რომელიც 24 წლის ფორვარდმა "ალუბლების" მეკარე ასმირ ბეგოვიჩთან შეჯახებისას მიიღო, მოედანზე გასვლის საშუალება, სულ მცირე, აპრილამდე არ მიეცემა.

კეინს, ამავე კოჭის პრობლემების გადამკიდე, გასულ სეზონში 10 შეხვედრა გაუცდა - მან დაზიანება 2016 წლის სექტემბერში "სანდერლენდთან" დაპირისპირებისას მიიღო და გარკვეული პერიოდი გამოტოვა, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ 2017 წლის მარტში დაშავდა, როცა დაახლოებით 4 კვირა იუქმა. 

ჰარი კეინს, პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 24 გოლი აქვს გატანილი და მოჰამედ სალაჰთან ერთად ბომბარდირთა დავის ლიდერია. 2017-18 წლების სეზონის ყველა ტურნირის გათვალისწინებით, მის ანგარიშზე 35 შედეგიანი დარტყმაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები