სპალეტი: „ინტერმა“ იტალიის ჩემპიონობისთვის უნდა იბრძოლოს
Aa
Aa

სპალეტი: „ინტერმა“ იტალიის ჩემპიონობისთვის უნდა იბრძოლოს

ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა, ლუჩიანო სპალეტიმ იტალიის ჩემპიონატის ახალ სეზონზე ისაუბრა და „სკუდეტოსთვის“ მებრძოლ გუნდთა შორის საკუთარი ფავორიტი დაასახელა.

„წელს იტალიის ჩემპიონატი კიდევ უფრო საინტერესო იქნება. გუნდებმა სატრანსფერო პერიოდის დროს შესანიშნავად იმუშავეს და ახლა „სერია-ა“ კიდევ უფრო ძლიერი გახდა. ვფიქრობ, რომ წლევანდელ ჩემპიონატს გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს და მისი მოგების თანაბარი შანსი რამდენიმე გუნდს აქვს. ძალიან მომეწონა „ინტერის“ მიერ განხორციელებული ტრანსფერები. ჩემი აზრით „ნერიაძურიმ“ ჩემპიონობისთვის უნდა იბრძოლოს. რობერტო მანჩინიმ, სასურველი ფეხბურთელების შეძენა და გუნდის დალაგება მოახერხა. სწორედ ამიტომ, წლევანდელ სეზონში მათგან სიურპრიზებს ნამდვილად უნდა ველოდოთ“ - განაცხადა ლუჩიანო სპალეტიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები