კაცებში ლოგიკურად, ქალებში სენსაციით...
Aa
Aa

კაცებში ლოგიკურად, ქალებში სენსაციით...

ინდიან უელსის საჩოგბურთო ტურნირზე მორიგი შეხვედრები გაიმართა.

დღის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება ხუან მარტინ დელ პოტროსა და ვეტერან დავიდ ფერერს შორის ჩატარდა.

თამაშის ბედი პირველ სეტში შესრულებულმა ერთადერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, როცა მე-7 გეიმში დელ პოტრომ მეტოქის ჩაწოდება მოიგო და სეტი 6:4-ზე დახურა.

მეორე პარტიაში ჩოგბურთელებმა უშეცდომოდ ჩააწოდეს და საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც უკეთესი ისევ არგენტინელი აღმოჩნდა, საბოლოოდ - 6:4, 7:6.

თავიანთი მატჩები მოიგეს მილოშ რაონიჩმა, სემ ქუერიმ, ფელისიანო ლოპესმა და ფილიპ კოლშრაიბერმა. ამ უკანასკნელმა მსოფლიოს მე-3 ჩოგანი მარინ ჩილიჩი 6:4 6:4-ზე დაამარცხა.

დღეს კორტზე როჯერ ფედერერი გამოვა, რომელიც 1/8 ფინალურ შეხვედრაში ფრანგ ჯერემი ჩარდის შეხვდება, არგენტინულ დაპირისპირებაში დელ პოტრო და ლეონარდო მაიერი შეერკინებიან, დღის კიდევ ერთი საინტერესო მატჩი კი ვეტერან მარკოს ბაგდატისსა და მილოშ რაონიჩს შორის ჩატარდება.

ATP - Indian Wells (USA), hard - ერთეულები - 1/16 ფინალი - გუშინდელი შედეგები

ერბერი (საფ.)-მონფილსი (საფ.) 6:2, 3:1 (შეწყვიტა)

კოლშრაიბერი (გერ.)-ჩილიჩი (ხორ.) - 6:4, 6:4

მაიერი (არგ.)-დანიელი (იაპ.) - 6:4, 6:1

დელ პოტრო (არგ.)-ფერერი (ესპ.) - 6:4, 7:6

რაონიჩი (კან.)-სოუზა (პორტ.) - 7:5, 4:6, 6:2

ქუერი (აშშ)-ბჰამბრი (ინდ.) - 6:7, 6:4, 6:4

ბაგდატისი (კვიპ.)-სელა (ისრ.) - 7:6, 6:4

ლოპესი (ესპ.)-სოკი (აშშ) - 7:6, 4:6, 6:4

ქალთა მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა სიმონა ჰალეპმა, ჩინელი ვან ციანის ბარიერი 2 სეტში დაძლია.

რუმინელს პირველ სეტში გაუჭირდა, როცა თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საქმე 10 გეიმის შემდეგაც გაგრძელდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ჰალეპმა მოუმატა და სეტი 7:5 მოიგო, რამაც საქმე გაუმარტივა და მე-2 სეტში ბრძოლა აღარც ყოფილა. მატჩის საბოლოო ანგარიში 7:5 6:1-ია.

ჩეხმა კაროლინა პლიშკოვამ, 16 წლის ამერიკელ ამანდა ანისიმოვას 2 სეტში მოუგო, თუმცა ადვილი პირველი პარტიის შემდეგ, მეორე სეტში ტაიბრეიკზე ნერვიულობა დასჭირდა - 6:1 7:6.

მორიგი მატჩი მოიგო ვენუს უილიამსმა, რომელმაც ანასტასია სევასტოვას 7:6 6:4 აჯობა, აი კაროლინ ვოზნიაცკიმ კი რუს დარია კასატკინასთან ზედიზედ მე-2 ურთიერთშეხვედრა წააგო.

ანგელიკ კერბერმა კაროლინ გარსიას წინააღმდეგობა ძალიან მარტივად - 6:1 6:1-ით დაძლია.

ტურნირის 1/4 ფინალში ჰალეპის მეტოქე ხორვატი პეტრა მარტიჩი იქნება, კაროლინა პლიშკოვა ნაომი ოსაკას დაპირისპირდება, კერბერი კასატკინას შეხვდება, ხოლო ვენუს უილიამსი - კარლა სუარეს ნავაროს.

WTA - Indian Wells (USA) - ერთეულები - 1/8 ფინალი - გუშინდელი შედეგები

ჰალეპი (რუმ.)-ვან ციანი (ჩინ.) - 7:5, 6:1

მარტიჩი (ხორ.)-ვონდრუშოვა (ჩეხ.) - 6:3, 7:6

პლიშკოვა (ჩეხ.)-ანისიმოვა (აშშ) - 6:1, 7:6

ოსაკა (იაპ.)-საკარი (საბ.) - 6:1, 5:7, 6:1

ვ. უილიამსი (აშშ)-სევასტოვა (ლატ.) - 7:6, 6:4

სუარეს ნავარო (ესპ.)-კოლინსი (აშშ) - 6:2, 6:4

კასატკინა (რუს.)-ვოზნიაცკი (დან.) - 6:4, 7:5

კერბერი (გერ.)-გარსია (საფ.) - 6:1, 6:1

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები