მანჩესტერი - სევილია: მატჩის შემდგომი კომენტარები
Aa
Aa

მანჩესტერი - სევილია: მატჩის შემდგომი კომენტარები

"ოლდ ტრაფორდზე" გამართული დრამატული მატჩის შემდეგ მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა კომენტარები გააკეთეს, რომელთაგან რამდენიმე საინტერესო და ხმამაღალიც გამოდგა.

„ეს სამყაროს დასასრული არ არის. ამ სკამზე ორჯერ ვიჯექი, როცა „პორტუსა“ და „რეალში“ ვმუშაობდი და „ოლდ ტრაფორდზე“ „იუნაიტედს“ ჩემპიონთა ლიგიდან ვაგდებდი. ასე, რომ კლუბისთვის ახალი არაფერი მომხდარა.

ვთვლი, რომ პირველი გოლი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ვცდილობდით შეხვედრის სტარტზევე შეგვეტია და ანგარიში გაგვეხსნა, მაგრამ ეს ვერ შევძელით და ამის შემდეგ მეტოქემ ინიციატივა ხელთ იგდო.

მეტოქემ ბურთზე კონტროლი დააწესა და მეორე გოლმა საბოლოოდ გაგვანადგურა. ასეთია ფეხბურთი.

ხვალ კიდევ ერთი დღე იქნება, შაბათს კი კიდევ ერთი მატჩი გველის. ასე, რომ ფეხბურთელებს ვთხოვ გლოვას შეეშვან, რადგან ამისთვის დრო არ გვაქვს“.

***

„ზოგიერთ მოთამაშეს რაღაც მოუვიდა. ზოგიერთი მათგანი მოედანზე უბრალოდ იმალებოდა.

შეხვედრა კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ მასზე კონტროლი დავკარგეთ.

ჩვენ ყოველთვის სწორ არჩევანს ვაკეთებთ ხოლმე. დღევანდელ შეხვედრაში ბოლო პასის გაკეთება გვიჭირდა. როგორც წესი ეს ასე არ ხდება. ვფიქრობ, რომ სწორედ ამან მოგვკლა.

„სევილიელებს“ პირველი გოლის შემდეგ საქმე გაუმარტივდათ. შეხვედრის ბედიც სწორედ პირველმა გოლმა გადაწყვიტა“.

***

„ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, განსაკუთრებით კი კლუბის პრეზიდენტს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა და შანსი მომცა. მადლობა ჩვენს შესანიშნავ ქომაგებს, რომლებმაც დიდებულად გვიქომაგეს.

ეს იყო განსაკუთრებული საღამო. იდეალურად ვითამაშეთ. თავს ბრწყინვალედ ვიცავდით ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც „მანჩესტერია“. მათ შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავთ.

ბენ იედერი? ის ყოველთვის თავდაჯერებულია. მან დღეს გადამწყვეტი როლი ითამაშა“.

***

„თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა და დღეს გაგვიჭირდებოდა. არასდროსაა მარტივი ეთამაშო ასეთი დონის გუნდს, რომელსაც მოურინიო წვრთნის.

გვესმოდა, რომ გატანილი გოლი კონკრეტულ მხარეს იდეალურ პოზიციაში ჩააყენებდა.

მჯეროდა, რომ გოლის გატანას შევძლებდი. მე უბრალოდ ჩემი ინსტიქტები გამოვიყენე.

ყველას ვულოცავ დღევანდელ გამარჯვებას. ეს ისტორიული დღე იყო“.

ამ გამარჯვებით, "სევილიამ" ისტორია დაწერა. ანდალუსიურ გუნდს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში აქამდე არასდროს უთამაშია.

იხილეთ მატჩის ვიდეო მიმოხილვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები