გრიზმანმა
Aa
Aa

გრიზმანმა "ატლეტიკოს" უარი უთხრა - ყველაფერი გადაწყვეტილია?

დღეს ესპანური და ფრანგული პრესის მთავარი სასაუბრო თემა ანტუან გრიზმანი იყო.

ფრანგული Le10Sport-ისა და ესპანური Sport-ის ინფორმაციით, გრიზმანმა "ატლეტიკოს" წინადადებაზე უარი განაცხადა.

მადრიდელებს ფრანგ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურდათ, მაგრამ მათი მცდელობა უშედეგო გამოდგა.

როგორც რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, გრიზმანსა და "ბარსელონას" უკვე შეთანხმება მიღწეული აქვთ და 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ ფრანგი შემტევი "კამპ ნოუზე" გადაბარგდება.

ყველაფერი ისე მიმდინარეობს, რომ ტრანსფერი სეზონის დასრულებისთანავე გაოფიციალურდება.

ამ თემასთან დაკავშირებით, "ატლეტიკოს" კაპიტანმა გაბიმ პრესასთან ისაუბრა: თუ, ანტუანი გუნდიდან წასვლას გადაწყვეტს, ჩვენ მის პოზიციას პატივს ვცემთ. დარჩენას ვერავის დავაძალებთ. გასაგებია და მესმის, რომ "ატლეტიკო" ყველა ფეხბურთელის გულში არ არის".

აქვე გეტყვით, რომ ანტუან გრიზმანმა მიმდინარე სეზონში 36 მატჩი ჩაატარა და 21 გოლის გატანა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები