პერესმა პოზიცია შეიცვალა -
Aa
Aa

პერესმა პოზიცია შეიცვალა - "რეალი" რონალდუსთან მოლაპარაკებებს იწყებს

ესპანურ პრესაში მადრიდის "რეალის" ქომაგებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავრცელდა.

ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად იწერებოდა, რომ კრიშტიანო რონალდუ თავისი არსებული ხელფასით უკმაყოფილო იყო და გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ითხოვდა.

"რეალი" მყარად რჩებოდა თავის პოზიციაზე და 33 წლის რონალდუსთვის ახალი წინადადების მომზადებას არ გეგმავდა.

როგორც ცნობილია, კრიშტიანო უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ მისი ყოველწლიური ანაზღაურება (24 მილიონი ევრო) მესისა და ნეიმარის ხელფასს საგრძნობლად ჩამორჩება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ფლორენტინო პერესმა პოზიცია შეიცვალა და რონალდუსთან ხელშეკრულების გახანგრძლივება გადაწყვიტა, რაც პირობების გაუმჯობესებასაც ითვალისწინებს.

კრიშტიანოს ამჟამინდელ კონტრაქტს ვადა 2019 წელს ეწურება.

საინტერესოა, რომ როდესაც პორტუგალიელი ფეხბურთელის მიმართ ყველა კრიტიკას იწყებს და მას ფორმას უწუნებს, თითქოს იგი დაბერდა და ძველებურად შედეგიანი ვეღარ არის, რონალდუ სწორედ მაშინ იწყებს გოლების გატანასა და ლიდერობის დაბრუნებას.

ეს წელსაც ასე მოხდა. კრიშტიანომ ლა ლიგაში უკვე 18 გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მის ანგარიშზე 12 ბურთია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები