დავიდ სილვას შვილი ყოველდღიურად სიცოცხლისთვის იბრძვის
Aa
Aa

დავიდ სილვას შვილი ყოველდღიურად სიცოცხლისთვის იბრძვის

პრემიერ ლიგის 30-ე ტურის ბოლო შეხვედრაში, ტურნირის აუტსაიდერმა „სტოკმა“ ლიდერი „სიტი“ მიიღო და 0:2 წააგო.

მანჩესტერელთაგან ორივე გოლი დავიდ სილვამ გაიტანა, რომელიც კარგ ფორმაშია, თუმცა პირად ცხოვრებაში სერიოზული პრობლემები აქვს.

არ ვიცი! როცა ფეხბურთს ვთამაშობ, სხვა ყველაფერი მავიწყდება, რაც ჩემი სათამაშო ფორმისთვის კარგია.

პირად ცხოვრებაში კი სირთულეებია - ჩემი შვილი ყოველდღიურად სიცოცხლისთვის იბრძვის, რაშიც სამედიცინო შტაბი ეხმარება.

ამ რთულ პერიოდში თანაგუნდელები და მწვრთნელები გვერდით მიდგანან, რომელთაც ჩემი სიტუაცია კარგად ესმით და მათ დიდ მადლობას ვუხდი“.

დავიდ სილვას შვილი მატეო თანდაყოლილი დაავადებით დაიბადა და მისი გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები