Aa
Aa

დიდიე დროგბამ კარიერის დასრულება გადაწყვიტა

ჩელსისა და კოტ დიუარის ლეგენდამ დიდიე დროგბამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ წლევანდელი სეზონის შემდეგ იგი საფეხბურთო კარიერის დასრულებას აპირებს: „თამაშისგან კვლავ დიდ სიამოვნებას ვიღებ, განსაკუთრებით სასიამოვნო ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის საფეხბურთო ცოდნის გადაცემაა მაგრამ უკვე 40 წლის ვარ და დროა ფეხბურთს თავი დავანებო“.

დროგბამ შარშან კონტრაქტი ამერიკის მეორე დივიზონის მკვიდრ - „ფინიქს რაიზინგთან“ გააფორმა. ლეგენდარულმა კოტ დიუარელმა კარიერის დიდი ნაწილი ლონდონის ჩელსიში გაატარა, სადაც მან პრემიერ ლიგა 4-ჯერ და ჩემპიონთა ლიგა ერთხელ მოიგო.

ჟურნალისტებთან საუბარში დროგბამ საკუთარ მომავალზე ისაუბრა და მარსელში დაბრუნების შესაძლო ვარიანტიც არ გამორიცხა: „წლევანდელ სეზონში მარსელი საკმაოდ კარგად გამოიყურება, რუდი გარსია მწვრთნელის მოვალეობებს თავს იდეალურად ართმევს და გუნდის გაახალგაზრდევაბაც უმტკინვეულოდ მიმდინარეობს. როგორც გულშემატკივარს მე მათი მჯერა და საჭიროების შემთხვევაში მზად ვარ ნებისმიერი შემოთვაზება განვიხილო“. 

დროგბას ბოლო სეზონი სტარტს 18 მარტს აიღებს, სადაც დიდიეს გუნდი სტუმრად „ორენჯ ქაუნთის“ დაუპირისპირდება. „ფენიქს რაიზინგის“ შემადგენლობაში დროგბამ 14 მატჩი ჩაატარა და 10 გოლის გატანა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები