მატჩის წინ - მანჩესტერი vs სევილია
Aa
Aa

მატჩის წინ - მანჩესტერი vs სევილია

დღეს "ოლდ ტრაფორდზე" ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება - "იუნაიტედი" "სევილიას" უმასპინძლებს და ყველაფერს თავიდან დაიწყებს, რადგან "სანჩეს პისხუანზე" გამართულმა მატჩმა უგოლოდ ჩაიარა.

ანდალუსიაში გამართული მატჩი ვინჩენცო მონტელას გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა და ლოგიკურად მათი გამარჯვებითაც უნდა დასრულებულიყო, თუმცა "მანჩესტერს" გაუმართლა და დღევანდელ მატჩს ფავორიტის სტატუსით ხვდება.

გუნდების ახალი ამბები

"წითელმა ეშმაკებმა" პრემიერლიგის უკანასკნელ ტურში მათთვის ყველაზე საძულველი და პრინციპული მეტოქე "ლივერპული" 2:1 დაამარცხეს და პრემიერლიგაში მე-2 პოზიცია გაიმყარეს.

"მანკუნიანელები" მართალია კარგ ხასიათზე არიან, მაგრამ ერთი ფაქტი მათ მაინც ამწუხრებთ - პოლ პოგბას ტრავმა აქვს და მისი მოედანზე გასვლა არგასვლის საკითხი უშუალოდ მატჩის წინ გადაწყდება. იგივე ვითარებაშია ზლატან იბრაჰიმოვიჩიც.

მოურინიოს დღეს მარკოს როხო, ფილ ჯონსი, დელი ბლინდი და ანდერ ერერა არ ეყოლება.

სხვა მხრივ "იუნაიტედს" პრობლემები არ აწუხებს და მოურინიოსთვისაც ყველა სასურველი მოთამაშე ხელმისაწვდომია.

დღევანდელ შეხვედრას ცუდ ხასიათზე ხვდება "სევილია", რომელიც "მანჩესტერისგან" განსხვავებით, თავის საძულველ მეტოქესთან "ვალენსიასთან" საკუთარ მოედანზე 0:2 დამარცხდა.

მონტელას გუნდს ლა ლიგის ოთხეულში მოხვედრაზე ილუზია დიდი ხანია აღარ აქვს და მთელს აქცენტს ჩემპიონთა ლიგაზე აკეთებს.

"დალაქებს" დღეს ხესუს ნავასი და დავიდე კორშია ვერ დაეხმარებიან. იტალიელ სპეციალისტს სხვა მხრივ პრობლემები არ აწუხებს.

წინასამატჩო პრესკონფერენციები

ჟოზე მოურინიო (“მანჩესტერის” მთავარი მწვრთნელი): წინ ძალიან რთული და მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ჩვენ ვეთამაშებით გუნდს, რომელმაც "ლივერპულთან" არც სახლში და არც სტუმრად არ წააგო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ "ლივერპული" კარგი გუნდია, რომელსაც მნიშვნელოვანი სტადიონი აქვს. "სევილია" უდაოდ კარგი და მაღალი დონის გუნდია.

პოგბა? მე, ჯერ კიდევ არ ვიცი ითამაშებს, თუ არა ის დღეს".

ვინჩენცო მონტელა (“სევილიას” მთავარი მწვრთნელი): დღევანდელი შეხვედრა "სევილიასთვის" განსაკუთრებულია, რადგან ჩვენთვის 1/4 ფინალი მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე პირველად ვიმყოფებით.

ყველაფერი უნდა გავიღოთ და საგოლე მომენტები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. სიტუაციებიდან გამომდინარე უნდა ვითამაშოთ. გვექება მომენტები, როცა თავდაცვა მოგვიწევს, თუმცა იქნება მომენტები, როდესაც წინ წასვლა და შეტევა იქნება საჭირო - მომენტები, როდესაც მატჩის ტემპს დავაგდებ და როცა მის მომატებას შევძლებთ".

სავარაუდო შემადგენლობები uefa.com-ის მიხედვით:

მანჩესტერი (4-2-1-3): დე ხეა, ვალენსია, ბაილი, სმოლინგი, იანგი, მატიჩი, მაკტომინეი, მატა, სანჩესი, რეშფორდი, ლუკაკუ.

სევილია (4-2-3-1): რიკო, მერკადო, კიაერი, ლენგლე, ესკუდერო, ნზონზი, ბანეგა, ვასკესი, სარაბია, კორეა, მურიელი.

მთავარი არბიტრი: დენი მაკკელი (ჰოლანდია).

 

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

 

ასევე იხილეთ მატჩის განხილვა და საინტერესო ფაქტები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები