NBA-ს გასული ტურის მატჩების მიმოხილვა

სიახლე 13.03.2018
A+ A- 10:30

ჰიუსტონი - სან ანტონიო 109-93

ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო „სან ანტონიომ“. „სპურსი“ ამჯერად ტეხასურ დერბიში ჩემპიონატის ლიდერ - „ჰიუსტონ როქეთსთან“ დამარცხდა.

„როქეთსის“ რიგებში ტრადიციულად ჯეიმს ჰარდენი გამოირჩა 28 ქულით. სათადარიგო სკამიდან კვლავ კარგად ჩაერთო ჯერალდ გრინი. 32 წლის უკანახაზელმა გუნდს 14 ქულა შესძინა. ორმაგ დუბლამდე ერთი გადაცემა დააკლდა კრის პოლს - 18 ქულა, 9 პასი.

ლამარკუს ოლდრიჯის არყოფნაში „სპურსს“ ბრინ ფორბსმა და დერიკ ვაითმა ულიდერეს 14-14 ქულით. 13 ქულა ჩაიწერა აქტივში რუდი გეიმ.

ამ გამარჯვების შემდეგ „ჰიუსტონი“ დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე იმყოფება და „გოლდენ სტეიტს“ 2 გამარჯვებით უსწრებს. რაც შეეხება „სან ანტონიოს“, პოპოვიჩის შეგირდები კონფერენციაში მე-10 ადგილამდე დაქვეითდნენ და დიდი ალბათობით პლეიოფის მიღმა დარჩებიან.

 

მემფისი - მილოუკი 103 – 121

ზედიზედ მე-18 შეხვედრა წააგო „მემფის გრიზლიმ“. „დათვები“ ამჯერად საკუთარ მოედანზე „მილოუკი ბაქსთან“ დამარცხდნენ.

„ხარირმებს“ კრის მიდელტონმა ულიდერა 24 ქულით. 20 ქულას მოუყარა თავი იანის ანტატეკუნპომ. წარმატებული გამოდგა ბრენდონ ჯენინგსის დებიუტი „მილოუკიში“, 28 წლის უკანახაზელმა 16 ქულასთან ერთად 12 გადაცემა და 8 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. შეგახსენებთ, რომ ჯენინგსი „ბაქსმა“ 10 დღიანი კონტრაქტით გაიფორმა.

„მემფისის“ მხრიდან 17 ქულა მოაგროვა მარკ გაზოლმა, სათადარიგო სკამიდან 16 ქულა შესძინა გუნდს ბენ მაკლემორმა.

ამ გამარჯვების შემდეგ „ბაქსს“ 36 გამარჯვება დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.

 

ოკლაჰომა - საკრამენტო 106 – 101

ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო „ოკლაჰომამ“. „თანდერმა“ ამჯერად შინ ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერი „საკრამენტო კინგსი“ დაამარცხა.

„ოკლაჰომას“ რიგებში მორიგი სამმაგი დუბლი გაიფორმა რასელ ვესტბრუკმა - 17 ქულა, 10 მოხსნა, 11 გადაცემა. 21 ქულა მიითვალა კარმელო ენტონიმ. „თანდერის“ ახალწვეულმა კორი ბრიუერმა კი გუნდს 16 ქულა შესძინა.

„მეფეების“ მხრიდან ბოგდან ბოგდანოვიჩი გამოირჩა 19 ქულით, სათადარიგო სკამიდან 15 ქულა შესძინა გუნდს გარეტ ტემპლმა.

ამ გამარჯვების შემდეგ „ოკლაჰომამ“ 40 მოგება დააგროვა და დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.

 

პორტლენდი - მაიამი 115 – 99

დღევანდელი ტური პორტლენდში „ტრეილ ბლეიზერსისა“ და „მაიამი ჰიტის“ დაპირისპირებით დაიხურა.

„პორტლენდმა“ უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვა და პირველი ტაიმი 12 ქულიანი სხვაობით მოიგო. „ბლეიზერსს“ დამიან ლილარდმა ულიდერა 32 ქულითა და 10 გადაცემით. ორმაგი დუბლი მიითვალა იუსუფ ნურკიჩმა - 27 ქულა, 16 მოხსნა.

ფლორიდელთა მხრიდან გორან დრაგიჩი გამოირჩა 23 ქულით. სათადარიგო სკამიდან ორმაგი დუბლი მიითვალა ჯასტინს უინსლოუმ - 15 ქულა, 13 მოხსნა.

პორტლენდმა“ ზედიზედ მეათე შეხვედრა მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება.

"შარლოტმა" "ბრუკლინთან" შეთანხმებას მიაღწია და როგორც ადრიან ვოინაროვსკი იტყობინება ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ...

"Yahoo Sport"-ის ინფორმაციით სამშაბათს სან დიეგოში „სან ანტონიოს“ ვარსკლავს, კავაი ლეონარდსა და გუნდის მწვრთნელ, გრეგ პოპოვიჩს შორის შეხვე...

თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურ სერიაში "რეალთან" საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორედ დამარცხდა და ჩემპიონობა მად...

17 ივნისს, თბილისის დროით 20:30-ზე სტარტი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური სერიის მესამე შეხვედრამ აიღო. დაპირისპირება ვიტორიაში გაიმართა დ...

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის, სერია ა2-ის 2017-18 წლების სეზონი ''ალმა ტრიესტეს'' გამარჯვებით დასრულდა, რომლის შემადგენლობაში 23 წლის ქართველი ლეგ...

ESPN-ის ინფორმაციით „სან ანტონიოს“ ვარსკლავს, კავაი ლეონარდს გუნდიდან წასვლა და კარიერის ლოს-ანჯელესში გაგრძელება სურს. ჯერჯერობით საუბარი...

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური სერიის მეორე შეხვედრაში „მადრიდის რეალმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონობის შანს...

ოთხშაბათს, „გოლდენ სტეიტის“ და „სან ანტონიოს“ ყოფილმა კალათბურთელმა, სტივენ ჯექსონმა, Fox Sport-ის ერთ-ერთ გადაცემაში ლებრონ ჯ...

ოთხშაბათს თბილისის დროით 23:00-ზე სტარტი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურმა სერიამ აიღო. როგორც მოგეხსენებათ ტურნირის გადამწყვეტ ეტაპზე ერთმ...

„გოლდენ სტეიტმა“ რამდენიმე დღის წინ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ მოიპოვა. ფინალური სერიის საუკეთესო კალათ...

ჟურნალისტი: „ზაზა პირველი ავტობუსით შენ და კლეი მოხვედით და აღლუმი სწორედ თქვენ გახსენით, გახარებული გულშემატკივრების სახეების დანახვისას რა შეგ...

„გოლდენ სტეიტის“ გულშემატკივრები, ზედიზედ მეორედ, ოკლენდის ქუჩებში გამოვიდნენ და გუნდთან ერთად ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის საჩემპი...

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მატჩების გასამართად ემზადება. 29 ივნისს თბილისის სპორტის ს...

გასულ კვირას  ლებრონ ჯეიმსი „გოლდენ სტეიტთან“ საკუთარი საკალათბურთო მემკვიდრეობისთვის იბრძოდა, კობი ბრაიანტმა კი მის მცდელობებში მხოლ...

საქართველოს ნაკრების ცენტრი, გოგა ბითაძე 2018 წლის დრაფტში მონაწილეობას არ მიიღებს. აგენტთან შეთანხმებით, 211 სმ სიმაღლის ქართველმა წინახაზელმა კანდიდ...

კლივლენდში, ყველა გრძნობს, რომ „მეფე“ ზაფხულში „კავალიერს“ დატოვებს. გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა მხოლოდ ლებრონის ოჯახს შ...

კევინ დურანტის „ოკლაჰომადან“ „გოლდენ სტეიტში“ გადასვლას ერთი მიზანი ჰქონდა - ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონობის მ...

ესპანეთის ჩემპიონატის პლეი-ოფის მე-4 მატჩი თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" "ბარსელონასთან" სტუმრად ჩაატარა და კატალონიელები 88:82 დაამარცხა. ვიტორიელებმ...

რეკომენდებული სიახლეები
აშშ-ში დაკავებული ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე დამნაშავედ სცნეს. როგორც New York Post-ი იუწყება, ბრალდების მხარე ნაფიცი მსაჯულისთვის ვი...
20.06.2018
მსოფლიო ჩემპიონატის რიგით მეექვსე სათამაშო დღე საკმაოდ შედეგიანი და სანახაობრივი გამოდგა. იაპონიამ ყველასთვის მოულოდნელად კოლუმბიას მოუგო და ჯგუფიდან ...
20.06.2018
ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფერნანდო იერო ირანთან შეხვედრისთვის შემადგენლობის შეცვლას გეგმავს. პირველ ტურში პორტუგალიასთან ნათამაშები ფრეს შე...
20.06.2018
მოსკოვში, "ლუჟნიკებზე", პორტუგალიის ნაკრებმა მიმდინარე ტურნირზე პირველი გამარჯვება მაროკოს წინააღმდეგ მოიპოვა. საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტის მიუხედავა...
20.06.2018
2018-19 წლების სეზონის უეფას ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ''სამტრედია'' ყაზახურ ''ტობოლს'' შეხვდება, რომლის შემადგენლობაში ქართველი ფეხბუ...
20.06.2018
მოსკოვში, "ლუჟნიკებზე", პორტუგალიის ნაკრებმა მიმდინარე ტურნირზე პირველი გამარჯვება მაროკოს წინააღმდეგ მოიპოვა. საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტის მიუხედავა...
20.06.2018
სპორტული სიახლეების ვიდეოკოლაჟი CrystalSport-ისგან...
20.06.2018
„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი მაურისიო სარი „ჩელსის“ ჩაიბარებს. ამ ინფორმაციას იტალიური და ბრიტანული გამოცემებიც ადასტურებენ. ნე...
20.06.2018
ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის ერთპიროვნულ ლიდერ ''საბურთალოს'' შემადგენლობაში ომარ მიგინეიშვილი და ბუბა დაუშვილი ვარჯიშობენ. crystalsport-ის ც...
20.06.2018
B ჯგუფის მეორე ტური საკმაოდ პრაგმატული გამოდგა. პირველ მატჩში პორტუგალიამ მაროკო დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა, ხოლო ესპანეთმა კიდევ უფრო რთულ შეხვედ...
21.06.2018
საფეხბურთო კლუბმა ''კრასნოდარმა'' ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. რუსული კლუბის ქართველმა ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გ...
20.06.2018
უკანასკნელი სიახლეები