Aa
Aa

"ჰამბურგმა" ჰოლერბახი დაითხოვა

გერმანული "ჰამბურგის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, ბერნდ ჰოლერბახი გაათავისუფლეს.

48 წლის ჰოლერბახმა "ჰამბურგი" იანვრის ბოლოს ჩაიბარა, რის შემდეგაც გუნდმა ბუნდესლიგაში გამართულ 7 შეხვედრაში მხოლოდ 3 ქულა აიღო და გასავარდნ ზონაში იმყოფება. ჰამბურგელებს 18 ქულა აქვთ და გადათამაშების ზონაში მყოფ "მაინცს" 7 ქულით ჩამორჩებიან.

ბუნდესლიგის ოფიციალური საიტის ცნობით, გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე ტრადიციულ კლუბს სეზონის ბოლომდე, მისი 21 წლამდელთა გუნდის ყოფილი თავკაცი - კრისტიან ტიცი უხელმძღვანელებს.

ტიცს "ჰამბურგის" თავკაცის რაგნში დებიუტი, 17 მარტს, ბერლინის "ჰერტას" წინააღმდეგ საშინაო მატჩისას ექნება.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ბუნდესლიგის ისტორიაში 2 კლუბია, რომელიც ქვედა ლიგაში არასდროს გავარდნილა - "ბაიერნი" და "ჰამბურგი".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები