კვიტოვას 14 მატჩიანი მოგებათა სერია 16 წლის ამერიკელმა შეწყვიტა
Aa
Aa

კვიტოვას 14 მატჩიანი მოგებათა სერია 16 წლის ამერიკელმა შეწყვიტა

ქალთა შორის, ინდიან უელსის "მასტერსის" სერიის ტურნირზე, პეტრა კვიტოვას 14 მატჩიანი მოგებათა სერია, 16 წლის ამერიკელმა - ამანდა ანისიმოვამ შეწყვიტა.

თინეიჯერმა ჩოგბურთელმა, რომელიც ტურნირზე "ვაილდ ქარდით" დაუშვეს, შეხვედრა აგრესიულად და სტაბილურად ჩაატარა, რამაც 2 სეტში გამარჯვების საშუალება მისცა - 6:2, 6:4.

პეტრა კვიტოვას მოგებათა სერია 31 იანვრიდან იწყებოდა - მან ჯერ სანქტ-პეტერბურგის ტურნირი მოიგო, შემდეგ "ფედერაციის თასზე" ჩეხეთის ნაკრებს 2 გამარჯვებით შეეწია, ხოლო მოგებათა სვლა დოჰას ტურნირზე გააგრძელა და კარიერაში WTA-ს 22-ე ტიტული მოიპოვა.

რაც შეეხება ანისიმოვას, იგი 17 წლის აგვისტოში გახდება. ამერიკელ გოგონას იუნიორთა შორის 2016 წელს "როლან გაროსის" ფინალი აქვს წაგებული, სამაგიეროდ, გასულ წელს "ამერიკის ღია პირველობაზე" ტიტული არავის დაუთმო.

ანისიმოვას მიმდინარე ტურნირის 1/8 ფინალში კიდევ ერთი გამოცდა ელის, როცა კვიტოვას თანამემამულეს, მსოფლიოს ამჟამინდელ მე-5 ჩოგან კაროლინა პლიშკოვას შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები