ტრავმამ თავისი ქნა - ჰარუ ბაშოზე ტოჩინოშინმა პირველი მარცხი იწვნია
Aa
Aa

ტრავმამ თავისი ქნა - ჰარუ ბაშოზე ტოჩინოშინმა პირველი მარცხი იწვნია

ჰარუ ბაშოს ტურნირზე დღეს მე-2 ტურის შეხვედრები გაიმართა და ლევან გორგაძემ პირველი მარცხი იწვნია.

ტოჩინოშინი მონღოლ პირველ მაეგაშირა ტამავაშისთან დამარცხდა. ქართველმა სუმოისტმა ბრძოლა ჰატიკიკომის ილეთით დათმო.

როგორც მოგეხსენებათ, ლევანს მარცხენა ფეხზე ბარძაყის კუნთის ნაწილი გაწყვეტილი აქვს და მას მთელი ტურნირის განმავლობაში გამაყუჩებლებით მოუწევს გამოსვლა.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მე-3 მაეგაშირა, იაპონელი კოტოშოგოკუ იქნება.

იაპონელმა სუმოისტმა თავისი პირველი ორი შეხვედრიდან ერთი მოიგო და მეორე კი დათმო.

ცხელი ამბები