იოზილის ახალი რეკორდი
Aa
Aa

იოზილის ახალი რეკორდი

მესუთ იოზილმა თავის პრემიერ ლიგურ კარიერაში 50-ე საგოლე პასი გუშინ „უოტფორდის“ წინააღმდეგ შეასრულა.

იოზილმა აღნიშნული მაჩვენებლის დაფიქსირება მატჩების ყველაზე მცირე რაოდენობაში შეძლო - მას საამისოდ 141 შეხვედრა დასჭირდა.

აქამდე რეკორდი ერიკ კანტონას ეკუთვნოდა, რომელმაც 50 ასისტი საწყის 143 თამაშში მიითვალა.

მესუთ იოლზილი „მეთოფეთა“ რიგებში 2013 წელს მადრიდის „რეალიდან“ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები