Aa
Aa

ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშო გამარჯვებით დაიწყო!

დღეს ჰარუ ბაშოს მარტის ტრადიციულმა ტურნირმა ოსაკაში სტარტი აიღო.

ქართველმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა პირველი ტური გამარჯვებით დაიწყო.

ტურნირი ცერემონიალით გაიხსნა. ტოჩინოშინს გამარჯვებულის თასი და დროშა დაუბრუნეს.

ტოჩინოშინის მეტოქე იაპონელი მეორე მაეგაშირა ტაკარაფუჯი იყო, რომელსაც ლევანმა იორიკირით სძლია.

მთლიანობაში ლევანს მასთან 16-ჯერ აქვს ბრძოლა ჩატარებულია და ურთიერთშეხვედრების ბალანსი 7-4-ზე ქართველის სასარგებლოდაა.

მეორე ტურში ტოჩინოშინის მეტოქე მონღოლი პირველი მაეგაშირა ტამავაში იქნება.

სხვათასორის, ხსენებული მონღოლი იმპერატორის თასზე დასავლეთ სეკივაკეს პოზიციიდან სწორედ ლევანმა ჩამოაქვეითა.

რაც შეეხება მასთან პირად ბალანსს, ლევანს აქაც უპირატესობვა აქვს და საკმაოდ დიდიც - 14-6-თან.

ცხელი ამბები