Aa
Aa

"პსჟ"-ს უღირსი და სამარცხვინო გეგმა "რეალის" წინააღმდეგ, რომელიც პოლიციამ ჩაშალა

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე ყველაზე საინტერესო დაპირისპირება მადრიდის "რეალსა" და "პსჟ"-ს შორის შედგა, რომელიც ორი მატჩის ჯამში ზინედინ ზიდანის გუნდმა 5-2 მოიგო.

პარიზში გასამართი საპასუხო შეხვედრის წინ, "პსჟ"-ს ხელმძღვანელებს სამარცხვინო გეგმა ჰქონდათ, რომელიც სამართალდამცავების ჩარევის შედეგად ჩაიშალა.

Marca-ს ინფორმაციით "პსჟ" გეგმავდა, რომ "რეალი" სტადიონამდე პოლიციის ესკორტის გარეშე მისულიყო. მიზანი ნათელი იყო - მადრიდელები ადგილობრივი ულტრასების მხრიდან წნეხის ქვეშ მოექცეოდნენ და ეს ფაქტი მათზე ფსიქოლოგიურად ზეგავლენას მოახდენდა.

როგორც ვიცით ფრანგმა ქომაგებმა მატჩის მიმდინარეობისას პედარდები ჭარბი რაოდენობით გამოიყენეს. ესპანური გამოცემის მტკიცებით, ულტრასებს ამაში ხელი კლუბმა შეუწყო.

საბოლოოდ, პარიზელი სამართალდამცავები ყველაფერში გაერკვნენ და "პსჟ"-ს წარმომადგენლებს ასეთი უღირსი საქციელის ჩადენა არ დაანებეს.

ბრიტანული The Sun-ი უფრო კონკრეტულად წერს და ამბობს, რომ "რეალის" მოთამაშეებზე ზეწოლა ზუსტად იმ მომენტში უნდა მომხდარიყო, როცა ისინი სტადიონიდან ავტობუსით სასტუმროში გაემგზავრებოდნენ, სადაც მატჩის წინ ღამეს გაათევდნენ.

ნებისმიერი მოთამაშე, ასეთი დიდი შეხვედრის წინა ღამით სწორედ მატჩზე ფიქრობს და პარიზელების გეგმაც სწორედ ეს იყო - შეხვედრამდე "რეალი" უნდა დათრგუნულიყო.

ამ დონისა და ასეთი დაძაბული მატჩის წინ, სტუმარი გუნდის ავტობუსის პოლიციის ესკორტის გარეშე დატოვება ერთ-ერთი ყველაზე სულმდაბლური და უღირსი საქციელია, რაც კი შეიძლება მასპინძელმა გუნდმა ჩაიდინოს. შეიძლება ითქვას, რომ პოლიციამ თავიდან ძალიან დიდი სკანდალი აირიდა.

საბოლოოდ, ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა და მოედანზეც უფრო ძლიერმა გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები