მოურინიომ კრიტიკას უპასუხა:
Aa
Aa

მოურინიომ კრიტიკას უპასუხა: "მათ თავიანთი მწვრთნელობის დროს ვერ ივარგეს"

"კრისტალ პალასთან" მოგებული (3:2) მატჩის შემდეგ, ჟოზე მოურინიო "იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა გარი ნევილმა და "ლივერპულის" ექსმწვრთნელმა გრემ სუნესმა გააკრიტიკეს.

რა თქმა უნდა, არავის ჰქონდა იმის ილუზია, რომ ჟოზე ამ კრიტიკას პასუხის გარეშე დატოვებდა და აი ისიც!

"ზოგიერთმა ბიჭებმა გამაკრიტიკეს, რომლებმაც თავიანთი მწვრთნელობის დროს ვერ ივარგეს და პრობლემებს ვერ აგვარებდნენ. ისინი ისე საუბრობენ, თითქოს ყველა კითხვაზე პასუხი აქვთ. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის.

მათ, შეუძლიათ ყველაფერზე ისაუბრონ. ჩემი ნებაა მოვუსმენ, თუ არა. ამ დღეებში მათთვის არ მეცალა, რადგან ჩემპიონთა ლიგის მატჩებისთვის ვამზადებდი გუნდს".

მოურინიოს ამ კომენტარს twitter-იდან ირონიულად გამოეხმაურა რიო ფერდინანდი: "როგორც ჩანს ჟოზე მზად არის. ამის ნახვა შაბათს ბიჭებისგან მსურს. მიდით!"

ფერდინანდს გარი ნევილიც შეუერთდა: "ოოოოჰ! მგრძნობიარე და საწყენია, ამ სუპერ მწვრთნელისგან!".

"მანჩესტერ იუნაიტედის" სათამაშო სტილს ბევრი აკრიტიკებს და ამას განსაკუთრებით "წითელ ეშმაკთა" ყოფილი მოთამაშეები აკეთებენ. მოურინიოს ფეხის ერთი დაცდენა უნდა და მის მიმართ კრიტიკა გაორმაგდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები