#ciaoDavide13 - სერია A-ს ამ ტურში ყველა გუნდი სპეციალური წარწერით ითამაშებს
Aa
Aa

#ciaoDavide13 - სერია A-ს ამ ტურში ყველა გუნდი სპეციალური წარწერით ითამაშებს

სერია ა-ს უახლოეს ტურში, რომელიც დღეს „რომასა“ და „ტორინოს“ მატჩით გაიხსნება, ყველა გუნდის მაისურს "ფიორენტინას" გარდაცვლილი კაპიტნის, დავიდე ასტორის ხსოვნისადმი მიძღვნილი წარწერა - #ciaoDavide13 დაამშვენებს.

ასევე, რა თქმა უნდა,  ყველა მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება.

დავიდე ასტორი გუშინ დაკრძალეს და იგი უკანასკნელ გზაზე „ფიორენტინას“ 8000-მდე გულშემატკივარმა და არაერთმა ცნობილმა სახემ გააცილა.

დავიდე ასტორი 31 წლის იყო და მას კარიერის მანძილზე „მილანში“, „კალიარიში“, „რომასა“ და „ფიორენტინაში“ უთამაშია.

„ფიორენტინა“ და „კალიარი“ ასტორის ხსოვნის საპატივცემულოდ ნომერ 13-ს ხმარებიდან სამუდამოდ ამოიღებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები