საკმარისად კარგი
Aa
Aa

საკმარისად კარგი "არსენალი" და თითქმის ნულოვანი "მილანი"...

გუშინ ევროპის სხვადასხვა ქალაქში „ევროპა ლიგის“ 1/8 ფინალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა.

მილანში, „სან სიროზე“ ადგილობრივმა კლუბმა „არსენალი“ მიიღო და 0:2 დამარცხდა. ლონდონელები მხითარიანმა დააწინაურა, რასაც პირველი ტაიმის ბოლოს რემზის გოლიც დაემატა. აღსანიშნავია, რომ ორივე ეპიზოდში საგოლე პასი მესუთ იოზილმა მიითვალა.

მადრიდში „ატლეტიკომ“, საბა კვერკველიას „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და 3:0 მოუგო. გოლები საულ ნიგესმა, დიეგო კოშტამ და კოკემ გაიტანეს, ხოლო ქართველი მცველი მოსკოველთა დაცვის ცენტრში, ვედრან ჩორლუკასთან ერთად 90 წუთი თამაშობდა.

ფრანგულმა „ლიონმა“ სტუმრად მოსკოვის კიდევ ერთ კლუბ „ცსკას“, მარსელოს ერთადერთი გოლის წყალობით აჯობა.

საკუთარ „სიგნალ იდუნა პარკზე“ წააგო „დორტმუნდმა“, რომელსაც ავსტრიული „ზალცბურგი“ სტუმრობდა. ავსტრიელები ბერიშას დუბლით 2:0 დაწინაურდნენ, რასაც „ყვითლებმა“ მხოლოდ ანდრე შურლეს პრესტიჟის გოლით უპასუხეს.

დღის ერთ-ერთი უხვგოლიანი მატჩი მარსელში შედგა - „ველოდრომზე“ „მარსელმა“ „ბილბაოს ატლეტიკის“ წინააღდეგობა დაძლია და საპასუხო შეხვედრას 2 ბურთიანი უპირატესობით ხვდება. ფრანგთაგან დუბლი ლუკას ოკამპოსმა ჩაიწერა, ხოლო 1 ბურთი დიმიტრი პაიემ შეაგდო, საბოლოო ანგარიში კი 3:1-ია.

ასევე 4 გოლი გავიდა „ლაციოსა“ და კიევის „დინამოს“ რომაულ დაპირისპირებაში. „ლაციალეს“ მხრიდან თავი იმობილემ და ფელიპე ანდერსონმა გამოიჩინეს, უკრაინელებს კი ციგანკოვი და მორაეში წამოეშველნენ.

საშინაო გამარჯვებები მოიპოვეს „ლაიფციგმა“ და ლისაბონის „სპორტინგმა“. გერმნანელებმა რუსულ „ზენიტს“ ბრუმასა და ვერნერის გოლებით 2:1 მოუგეს, ხოლო პორტუგალიელებმა ჩეხური „პლზენიც“ დამარცხება ფრედი მონტეროს დუბლით 2:0-ზე შეძლო.

1/8 ფინალური სტადიის საპასუხო შეხვედრები მომავალ ხუთშაბათს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები