Aa
Aa

ასტორი ბოლო გზაზე 8000-ზე მეტმა ადამიანმა და ცნობილმა სახეებმა გააცილეს

დავიდე ასტორის დაკრძალვის ცერემონიას "ფიორენტინას" 8000-მდე გულშემატკივარი და არაერთი ცნობილი სახე დაესწრო.

ფანები "ფიორენტინას" ფორმებში იყვნენ გამოწყობილი და კლუბის აქსესუარები ამშვენებდათ. ისინი მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელებსა თუ ამ სპორტში მოღვაწე ადამიანების მოსვლას ტაშით ეგებებოდნენ.

ასტორის დაკრძალვას, "ინტერის", "რომასა" და "იუვენტუსის" წარმომადგენლები დაესწრნენ. ტურინელთა მხრიდან ცერემონიაზე ბუფონი, კიელინი, პიანიჩი, ბარძალი, რუგანი, მარკიზიო და მთავარი მწვრთნელი - მასიმილიანო ალეგრი იმყოფებოდნენ. ალეგრი 2008-10 წლებში ასტორის "კალიარიში" მუშაობისას წვრთნიდა.

ფლორენციის მთავრობამ, გლოვის დღე გამოაცხადა, ხოლო სკოლებსა და კომერციულ დაწესებულებებს სთხოვა, რომ ადგილობრივი დროით 13 საათზე წუთიერი დუმილით, ასტორის ხსოვნისათვის პატივი მიეგოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები