ვერნერი:
Aa
Aa

ვერნერი: "პრემიერლიგაში თამაში ჩემი ოცნებაა"

 

ლაპციგის 21 წლის ფორვარდმა ტიმო ვერნერმა fourfourtwo-სთან საკუთარ მომავალზე ისაუბრა და მნიშვნელოვანი განცხადებაც გააკეთა.

„პრემიერლიგაში თამაში ჩემი ოცნებაა. თუმცა, ამ ეტაპზე „ლაიპციგში“ ყველაფერი მაკმაყოფილებს და უახლოესი რამდენიმე წელი აქ დარჩენას ვგეგმავ.

ინგლისში არის რამდენიმე გუნდი, რომელთა თამაშიც ძალიან მომწონს. „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ლივერპულს“ დიდი ისტორია აქვთ. როცა ფერგიუსონი „ოლდ ტრაფორდზე“ მუშაობდა, „წითელმა ეშმაკებმა“ ყველაფრის მოგება შეძლეს.

„ლივერპულს“ შესანიშნავი სტადიონი და ქომაგები ჰყავს, თუმცა მე უპირატესობას „მანჩესტერს“ ვანიჭებ.

სამომავლოდ მსურს, რომ ვითამაშო გუნდში, რომელიც ტიტულების მოგებას შეძლებს“.

ვერნერი „ლაიპციგის ღირსებას 2016 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 65 შეხვედრაში 37 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა.

ტიმო ვერნერი უკვე გერმანიის ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფორვარდადაც ითვლება და სავარაუდოდ, ეს მსოფლიო ჩემპიონტზეც ასე იქნება.

„ბუნდესტიმის“ რიგებში ვერნერმა 10 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები