Aa
Aa

"ფიორენტინას" ღირსეული ნაბიჯი - ასტორის ხელფასს დღეიდან მისი ოჯახი მიიღებს

ფლორენციის "ფიორენტინას" 31 წლის კაპიტნის დავიდე ასტორის მოულოდნელმა გარდაცვალებამ მთელი საფეხბურთო სამყარო შეძრა.

დღეს, "ფიორენტინას" ხელმძღვანელობამ ღირსეული ნაბიჯი გადადგა და გადაწყვიტა, რომ ასტორის ხელფასს მისი ოჯახი მიიღებს.

ფლორენციული კლუბის პრეზიდენტის ანდრეა დელა ვალეს თქმით, ასტორის გუნდთან ახალი 4 წლიანი ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინა, რომელიც უკვე შეთანხმებული ჰქონდა და ხელმოწერა ამ კვირაში უნდა შემდგარიყო.

კონტრაქტით გათვალისწინებულ თანხას ასტორის მეუღლე და შვილები მიიღებენ. დავიდე ასტორის ანაზღაურება წელიწადში 1,15 მილიონი ევრო იყო.

შეგახსენებთ, რომ ასტორის გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დასახელდა, რომელიც მოულოდნელმა დაავადებამ გამოიწვია.

სამართალდამცავები გამოძიების დაწყებას გეგმავენ. მათ ეჭვი აქვთ, რომ საქმე დაუდევრობით სიცოცხლის მოსპობასთან აქვთ.

საქმეს წინასწარ დაუგეგმავი მკვლელობის მუხლით გახსნიან. ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები