Aa
Aa

"რატომ ასტორი და არა მაზიელო"? - "ბარის" გულშემატკივარმა ფეხბურთელი სასიკვდილოდ გაიმეტა...

დავიდე ასტორის მოულოდნელი გარდაცვალების გამო, იტალიურ საფეხბურთო სამყაროში გლოვაა, თუმცა ქალაქ ბარის ერთ-ერთ ქუჩაზე ბანერების გასაკრავად მაინც სცალიათ.

"ბარის" ერთ-ერთმა გულშემატკივარმა, ბანერი შემდეგი წარწერით გამოფინა: "რატომ ასტორი და არა მაზიელო"...

საუბარია "ბარის" ყოფილ ფეხბურთელ და ამჟამად "ატალანტას" მცველ ანდრეა მაზიელოზე, რომელსაც იმის გამო ერჩიან, რომ 2011 წელს "ლეჩესთან" შეხვედრისას ავტოგოლი გაიტანა, რითაც "ლეჩეს" სერია A-ში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა.

თითქოს ავტოგოლია და შემთხვევაა, თუმცა ამ საკითხით გამოძიება დაინტერესდა და საბოლოოდ, მაზიელო 4 მატჩის ჩაწყობაში ამხილეს, მათ შორის იყო ეს თამაშიც. მოგვიანებით მაზიელომ აღიარა, რომ "ლეჩესთან" ავტოგოლში მას 50 ათასი ევრო შესთავაზეს და მოუწია იმის თქმაც, რომ გოლი განგებ გაიტანა, რისთვისაც 26 თვით ფეხბურთიდან მოკვეთეს.

ვინც არ იცის, ვუთხრათ, რომ "ბარისა" და "ლეჩეს" დაპირისპირება პულიის რეგიონის დერბია და კლუბებსა და მათ გულშემატკივრებს შორის მტრული დამოკიდებულებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები