მორიგი რეკორდი -
Aa
Aa

მორიგი რეკორდი - "სიტი" პრემიერლიგის ისტორიის დაწერას განაგრძობს

"მანჩესტერ სიტი" ინგლისში რეკორდების დამყარებას განაგრძობს.

პრემიერლიგის 29-ე ტურში პეპ გუარდიოლას გუნდმა "ჩელსის" 1-0 სძლია და ჩემპიონობამდე მხოლოდ 4 მოგებაღა აშორებს.

ერთი შეხედვით, ერთბურთიანი ფორით მოგება არც ისე დამაჯერებლად გამოიყურება, თუმცა ვინც მატჩს უყურა და სტატისტიკაც ნახა, ყველა ერთ აზრზე იქნება - "სიტიმ" ლონდონელები ძალიან დაჩაგრა.

"ქალაქელებმა" გუშინდელ შეხვედრაში 902 გადაცემა გააკეთეს და პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს.

ამ შედეგს ხელი კონტეს ზედმეტად დაცვითმა სტილმაც შეუწყო. "სიტიმ", მეტოქეს ბურთი დაუმალა და მსაჯის საფინალო სასტვენამდე აკონტროლებდა.

პეპ გუარდიოილა პრემიერლიგაში რეკორდების დამყარებას განაგრძობს და ვშიშობთ, ეს უკანასკნელი შემთხვევა არ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები