კახა კალაძე ასტორის გარდაცვალებას გამოეხმაურა
Aa
Aa

კახა კალაძე ასტორის გარდაცვალებას გამოეხმაურა

კახა კალაძე იტალიურ საფეხბურთო სამყაროში დატრიალებულ ტრაგედიას გამოეხმაურა და "ინსტაგრამზე" პოსტი გაავრცელა.

"ამ ამბით შოკირებული ვარ. ძვირფასო დავიდე, მშვიდად განისვენე ჩემპიონთა სამოთხეში. ჩემი სამძიმარი ოჯახს".

დავიდე ასტორი "მილანის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილი იყო, ხოლო ძირითად გუნდში 2006-08 წლებში ირიცხებოდა. მთელი ეს წლები კი, კალაძე "მილანის" ძირითადი გუნდის ერთ-ერთი უცვლელი წევრი გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები